• რეკლამა
  • კონტაქტი
05:24, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინდა, დავპატიჟო ყველა, მოდით და ნახეთ გლდანში რა გაკეთდა“ – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
11:50 09-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
426

კახა კალაძემ გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცის გახსნისას განაცხადა:

“მინდა, დავპატიჟო ყველა, მოდით და ნახეთ გლდანში რა გაკეთდა —დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი, ვისაც ჩვენი დედაქალაქი უყვარს, იამაყებს ამ პროექტით.

კარგად გვახსოვს, როგორი მოუწესრიგებელი მდგომარეობა იყო გლდანის პატარა ტბის გარშემო და დღეს ტერიტორია უკვე ყველანაირად რეაბილიტირებული, განახლებულია. მოეწყო სასეირნო და ველობილიკები, განათების სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. ეს ყველაფერი თქვენია, რომელსაც უნდა მოვუაროთ, მივხედოთ.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან სამუშაოებში. მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან მათი თანადგომით შევძელით ამ ძალიან კარგი პროექტის განხორციელება. მინდა, დავპატიჟო ყველა, მოდით და ნახეთ გლდანში რა გაკეთდა, რა პროექტია განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი, ვისაც ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი უყვარს და უნდა მისი განვითარება, წინსვლა, იამაყებს ამ პროექტით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. გლდანში გვაქვს კიდევ ერთი ტბა, რომელიც ასევე ცუდ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ტერიტორია კერძო საკუთრებშია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ იგი მუნიციპალიტეტს დავუბრუნოთ და ასეთივე პროექტი განვახორციელოთ. აქვე არის “ამერის” საფეხბურთო სკოლაც, რომელიც წლების განმავლობაში კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. იქ არსებული
მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ტერიტორია უკვე დავუბრუნეთ თბილისელებს და პირობას გაძლევთ, რომ ორ წელიწადში ის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ცენტრი იქნება”. — განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved