• რეკლამა
  • კონტაქტი
08:19, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამოღებულია 50 მილიონზე მეტი ღირებულების 200 კგ „ჰეროინი“, დაკავებულია ირანის მოქალაქე – შსს

ალია ავტორი - ალია
12:15 09-27-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 200 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს.

კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 200 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 50 მილიონს აღემატება.

აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული მ.ბ.

“სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც დატვირთული იყო „თევზის საკვებით“, ნანახი და ამოღებულია ტვირთში დამალული 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ იყო მოთავსებული.

მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნული ავტომობილი საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ “წითელი ხიდიდან” შემოვიდა.

ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში სავარაუდოდ ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved