უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროს რუსული კანონებით გაასამართლებენ.
არსებული ინფორმაციით, გიორგი შუბითიძის საქმე ე.წ. უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
მოხალისე ქართველ მეომარს ბრალი 4 რუსი სამხედროს ლიკვიდაციაში ედება. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის, შუბითიძე 2023 წელს ტყვედ ჩავარდა და მას შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ბანაკში იმყოფება.
კომენტარები