პატიმარი, გამოცემა “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ევროკავშირის “სახაროვის აზრის თავისუფლების” პრემიის ნომინანტია.
ჟურნალისტი 8 კანდიდატს შორის არის, რომლებსაც დღეს, ბრიუსელში, ადამიანის უფლებათა და განვითარების კომიტეტების ერთიან სხდომაზე წარადგენენ.
ცნობისთვის, სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების დაცვისადმი გაღებული უმაღლესი ჯილდოა. სახაროვის პრემიის გამარჯვებულს 50 000 ევრო გადაეცემა.
კომენტარები