• რეკლამა
  • კონტაქტი
11:12, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როცა თქვენ ხალხს სცემთ და აპატიმრებთ, უფალს აპატიმრებთ და უფალი ამას არ გაპატიებთ – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:28 09-14-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
781

თქვენ ხალხს ექცევით ისე, როგორც არცერთ თქვენთაგანს არ გინდათ, რომ მოგექცნენ, – ამ სიტყვებით მიმართა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა საკვირაო ქადაგებისას “ოცნების” ხელისუფლებას.

სასულიერო პირის თქმით, დღეს ქვეყანაში კანონები არა მოქალაქეების დასაცავად, არამედ მხოლოდ მათ დასასჯელად იქმნება. ქადაგებაში მან უსამართლობის კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა – მოქალაქეების მიმართ ძალადობის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის დაკავებისა და ციხეში დარჩენილი პირების შესახებ.

„როცა ისინი თქვენ სცემენ და აპატიმრებენ, უფალს აპატიმრებენ, და უფალი ამას არ გაპატიებთ. უნდა გაათავისუფლონ ქართველი ერი, სხვანაირად მძიმედ დაისჯებიან,“ – აღნიშნა მამა დოროთემ.

“სახარებაში წერია ოქროს სიტყვებად მიჩნეული ქრისტეს ნათქვამი :”მოექეცი სხვას, როგორც გინდა, მოგექცნენ თქვენ”. რამდენად პოლიტიკურია, როცა მე ვამბობ, რომ თქვენ, მთავრობას ვეუბნები, რომ თქვენ ხალხს ექცევით ისე, როგორც არცერთ თქვენთაგანის არ გინდათ, რომ მოგექცნენ. როცა მთელი კანონები იქმნება მხოლოდ ხალხის დასასჯელად. რომელ კანონს ექვემდაბერებიან, საერთოდ გაუგებარია. 

ერთი შედარება მინდა, გავაკეთო. ნახეთ, ქუჩაში გოგონა რომ სცემა ერთმა დაბერებულმა ადამიანმა. ამ გოგონას გამოჰკითხეს პოლიციაში და ეკითხებოდნენ, გეტკინა თუ არა? გოგონამ უთხრა, არ მტკენიაო. დგებუაძე ხომ არ ვარო? დააკვირდით, კაცის ხელზე ეს გოგონა, ვაჟკაცი, ამბობს, არ მტკენიაო და მზიას გარტყმულ სილაზე დგებუაძე დღესაც ტირის, მეტკინაო. რა ფაფუკი ლოყა ჰქონია. ეს კაცი გაუშვეს, ვითომ დაიჭირეს და მზია დღესაც ციხეში ზის 2 წლით. 

ან ბიძინას შეპირებები გაიხსენეთ, რას გვპირდებოდა? დაიჭირეს მაშინ? მიშამ დაიჭირა? ხომ ხელი არ უხლია? დღეს რაზე დაიჭირეს ლევანი? გულისთქმაზე? შეეშინდათ?

ასეთი უსამართლობა საქართველოში არ ყოფილა! არცერთ სამართალზე არ არის დამყარებული. არც კომუნისტურზე! მარტო ერთი კაცის სამართალზეა, მას როგორ აწყობს და გააჩაღა ტყვეთა სყიდვა. 

ლევან ხაბეიშვილი ხალხს კი არ ახვევდა თავის აზრს, ის ხალხის ხმას ახმოვანებდა. და ხალხს რა უნდა? რომ წავიდეს ეს მთავრობა, რომელმაც დაღუპა ეს ქვეყანა და იმის დაჭერით ვერაფერს იზამენ, რადგან ათასობით და ასი ათასობით ლევანი გამოვა. რადგან უსამართლობა ყოველთვის აღიზიანებდა ქართველ ერს.

როცა ისინი თქვენ გირტყამენ, გაპატიმრებენ, უფალს აპატიმრებენ და უფალი ამას არ აპატიებს. გაათავისუფლონ ქართველი ერი, სხვანაირად მძიმედ დაისჯებიან, – თქვა სასულიერო პირმა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved