დღეს რიგაში კალათბურთში ევროპის ჩემპიონის ვინაობა გამოვლინდება. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თურქეთისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი ბოლო შეხვედრამდე დაუმარცხებლად მივიდა.
შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ნახევარფინალებში დამარცხებული საბერძნეთი და ფინეთი შეებრძოლებიან. ეს მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები