• რეკლამა
  • კონტაქტი
21:58, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, როცა საკუთარი სიტყვები გავიგონე, თავზარი დამეცა…” – რას იხსენებს ირინა სარიშვილი?

ალია ავტორი - ალია
03:16 09-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,581

ირინა სარიშვილი, თეა წულუკიანის სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟის საპასუხოდ, სოციალურ ქსელში კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს:

,,ჯერ იმედს, პოსტტვ-ს და კიდევ რამდენიმე თავის სააგენტოს არეკინეს მუქარის შემცველი შეკითხვებით ვაპირებდი თუ არა ბოდიშის მოხდას ან სტატუსის აღებას – გავუშვი სადაც საჭიროა. მერე ჩემი აქ გამოქვეყნებული პასუხის საპასუხოდ უარესი პასკვილი დაიდო. ამჯერად ტროლები და არა მხოლოდ ტროლები ჩემ გვერდზე და სხვა სიტებზე დასახლდნენ ბინძური კომენტარებით. საქმეში დაზვერვის სამსახურის ოფიცრების ოჯახის წევრებიც კი ჩართეს უცხოეთიდან. ასეთი ორგანიზენული ორკესტრირებული თავდასხმა მაფიქრებინებს რომ წულუკიანზე ჩემი სხვა ჩემ სტატუსებთან შედარებით ყველაზე უწყინარი პოსტი მხოლოდ საბაბია და სინამდვილეში მათ მიზანს ჩემი დემორალიზება, წყობიდან გამოყვანა და ჩამოცილება უნდათ იმ საქმიდან, რითაც ამჟამად ვარ დაკავებული.
ფაქტია რომ ეს არ გამოსდით და მათ ეს პატარა ბრძოლა ჩემთან პირწმინდად წააგეს, რასაც თვითონაც ხედავენ აქაც – სოციალურ ქსელში და ქუჩებშიც, სადაც მუდმივად ვიღაცეები დამყვებიან და ხედავენ როგორ მხვდებიან სრულიად უცხო ადამიანები და რა რეაქცია აქვს ხალხს იმ გამაოგნებელ სიბინძურეზე და ბოროტებაზე, რაც მათმა ერთგულმა მსახურმა ჩაიდინა.
ამჯერად გადაწყვიტეს რაზეც მე უკვე მაქვს პასუხი გაცემული, ის თემები შემოაგდონ თავიდან იმ იმედით რომ ვიღაცას არ ახსოვს, ვიღაცამ არ იცის, ან უბრალოდ ცდილობენ ადამიანებში ყველაზე ბნელი ინსტიქტების გაღვიძებას.
მათთვის ვინც არ იცის ან არ ახსოვს ვწერ ძალიან მოკლედ:
იგორ გიორგაძის თემა:
იგორ გიორგაძე სხვებთან ერთად მოიაზრებოდა ჩვენზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად. მე პირდაპირ მაინცდამაინც მისთვის ხელი არ დამიდია, თუმცა ამ ვერსიას ვარაუდის დონეზე დასაშვებად მივიჩნევდი. პარალელურად მქონდა სხვა ეჭვები, რაზეც ხმამაღლა ვლაპარაკობდი და საბოლოოდ სწორედ ჩემი ეჭვები დადასტურდა. ამ თემას დღეს და ამ სტატუსში მეტად არ გავშლი. ვიტყვი მხოლოდ იმას რომ როცა საბოლოოდ დავრწმუნდი იგორ გიორგაძის ჩვენ საქმეში უდანაშაულობაში, მას ჩემი ინიციატივით შევხვდი და ბოდიში მოვუხადე მანამდე გამოთქმული ვარაუდებისთვის. რადგან ამ ვარაუდებს საჯაროდ გამოვთქვამდი, საჭიროდ ჩავთვალე მივსულიყავი მისი პარტიის ყრილობაზე, რომლის წევრიც არასოდეს ვყოფილვარ (მე მისი სახელობის არარეგისტრირებულ საქველმოქმედო ფონდს ვხელმძღვანელობდი) და ამ ყრილობაზეც საჯაროდ მოვიხადე ბოდიში. ამ პერიოდში მე გავიცანი მისი ოჯახი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ამაზე არავისთან ანგარიშის ჩაბარებას არ ვაპირებ. მაგრამ ესეც არაა მთავარი – მთავარი ისაა რომ იგორ გიორგაძეს არც ჰქონია ჩვენზე განხორციელებულ ტერაქტზე ბრალი წაყენებული. მას ბრალი წაყენებული აქვს შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტზე, რლის სასამართლოს ჩატარებას თვითონ იგორ გიორგაძე ითხოვს წლების განმავლობაში. ასე რომ წულუკიანი, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, უბრალოდ ტყუის.

მეორე თემა, რაც თავიდან დაატრიალეს, გახლავთ ის ცნობილი ვიდეო ჩემი გამოსვლის, რომელიც ამოჭრილია საზოგადოების შევარდნაძესთან შეხვედრიდან, სადაც ჯერ გამოდის შევარდნაძე და საქართველოს დსთ-ში შესვლის მიზეზად ასახელებს ზვიად გამსახურდიას, რომელიც გადატრიალების შემდეგ საქართველიდან გროზნოში გავიდა და აფხაზეთში ომის დროს აფხაზეთიდან შემოვიდა ჯარით. შევარდნაძე ხსნის რომ დსთ-ში შესვლა იყო ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა. მე დსთ-ში საქართველოს შეყვანაზე გადაწყვეტილების გამო პროტესტის ნიშნად გადავდექი ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან, სადაც ერთი თვე ვიმუშავე, ავდივარ ტრიბუნაზე და ვეუბნები შევარდნაძეს რომ თუ ეს სიმართლეა მაშინ რატომ და ნუ რასაც ვეუბნები. იმ შემზარავი სიტყვების გამეორებაც არ მინდა რაც ჩემი პირიდან მაშინ ამოვიდა. ვიდეოში მხოლოდ ეს ეპიზოდია. ეს ვიდეო წლების წინ გაჩნდა სოციალურ ქსელში ვინმე ლევან რამიშვილის კედელზე და ორგანიზებულად გავრცელდა ყველგან. მაშინ ჩემზე ამდაგვარი თავდასხმის მიზეზი გახდა ის რომ მე მხარი დავუჭირე მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის ბოიკოტირების საკითხში. ამ ყველაფრის უკან ვინც იდგა, იმ ქალბატონს იმდენი წიხლი მოხვდა ამ დღეებში, მე აღარ მინდა მისი ხსენება, თან წულუკიანისგან განსხვავებით, მას ძალაუფლება არა აქვს და იმედია არც მომავალში ექნება. ისევ იმ ჩემ შემზარავ სიტყვებს რომ დავუბრუნდე, რომელიც აღარ მახსოვდა და როცა საკუთარი სიტყვები გავიგონე, თავზარი დამეცა, ამ ვიდეოს დადების მერე, არ ვიცი როგორ მოვიკრიბე ძალა და საჯაროდ მოვიხადე ბოდიში. ეს ის სიძულვილის ენა იყო, რაც მაშინ ყველა მხრიდან მეფობდა და რის შედეგებსაც დღესაც ვიმკით, რადგან ყველამ როგირც ჩანს ვერ მოახერხა ამ ზიზღის მორევიდან ამოსვლა.
ამაზე მეტს მე ვერაფერს ვიტყვი. დადგება დრო და ცივი გონებით მოხერხდება ალბათ ყველაფრის ანალიზი. მე ჩემს სინანულში ვრჩები, ხოლო მათ ვისაც ზვიადის მკვლელების დადგენა უნდა, ვფიქრობ, მის უახლოეს გარემოცვაში უნდა ეძებოს, მათში ვინც ზვიადს აფხაზეთში ომის დროს, როცა აფხაზების ხელით საქართველოს რუსეთი ებრძოდა, საქართველოში ჯარით შემოსვლა და მეორე ფრონტის გახსნა ურჩია.

მოკლედ, ამ ორ ნაცად თემას ატრიალებს დღეს ქოცების ბანდა ჩემს წინააღმდეგ.
ამ ბანდასთან საქმე არ მაქვს. ამას ვწერ იმიტომ რომ უცოდინრობით, დაუკვირვებლობით ან პირადი ანტიპათიის გამო სასარგებლო იდიოტის როლში არ აღმოჩნდეს ვინმე. ამით ვერც საქმეს ავნებთ და ვერც მე, რომელსაც ამათი მშვიდობიანი დამხობის გარდა არაფერი მაინტერესებს და არც აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას ვაპირებ, უბრალოდ, როცა ყველაფერი კარგად დასრულდება, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგრძნობთ თავს ისინი, ვინც ქოცხროვას ამ სიბინძურეში აყვება.
წინ 4 ოქტომბერია!
წარმატებები ჩვენ”

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved