• რეკლამა
  • კონტაქტი
14:04, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

ალია ავტორი - ალია
12:32 08-11-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

2025 წელს ჩატარებული ფარმაციის ბაზრის სამომხმარებლო კვლევის მიხედვით, „PSP ფარმა” ბაზრის ლიდერია. კომპანია ლიდერის პოზიციას 2013 წლიდან ინარჩუნებს და მომხმარებლისთვის #1 არჩევანს წარმოადგენს.

უპირველეს ყოვლისა, PSP-ს ლიდერის პოზიცია აქვს სააფთიაქო ბაზარზე ბრენდების ცნობადობის პარამეტრით. აფთიაქის ხსენებაზე მომხმარებელი პირველ რიგში PSP-ს ასახელებს; ასევე, მომხმარებელი ენდობა და რეკომენდაციას უწევს PSP-ს. სააფთიაქო ქსელებს შორის მომხმარებლის 96%-ს PSP ახსენდება სპონტანურად. PSP ლიდერია ნაცნობი აფთიაქების ჩამოთვლისას პირველ რიგში დასახელების თვალსაზრისითაც (TOM – Top of Mind 42%).

ლიდერის პოზიციას ადასტურებს სამომხმარებლო წილების განაწილებაც – PSP ლიდერია არა მხოლოდ ცნობადობის, არამედ სამომხმარებლო წილების მიხედვითაც. ჯამურად, მომხმარებელთა 74% ზოგადად სარგებლობს PSP-ს მომსახურებით, ხოლო 37% არჩევანს ძირითადად PSP-ზე აკეთებს.

კვლევის თანახმად, მომხმარებლები აფთიაქს სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით ირჩევენ. უმეტესად მომხმარებლები ითვალისწინებენ ხელსაყრელ ადგილმდებარეობას, მისაღებ ფასებს, აქციებს და ფარმაცევტის კვალიფიციურ მომსახურებას.

აფთიაქების სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარებულია კომპანია ACT Research-ის მიერ, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება და მასში 5000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

PSP 1994 წელს დაფუძნდა და საქართველოში ევროპული მედიკამენტების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. დღესდღეობით კომპანიას საქართველოში 100-ზე მეტი GMP სტანდარტის მქონე ფარმაცევტული ქარხნის პროდუქცია შემოაქვს. 2008 წლიდან PSP ერთადერთი ფარმაცევტული ქსელია კავკასიაში, რომელსაც გერმანელი ექსპერტების მიერ ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი, ISO 9001-2008 აქვს მინიჭებული. ამასთან, PSP-ს არაერთხელ აქვს წარმატებით გავლილი GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი და მოპოვებული აქვს „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.

აღსანიშნავია, რომ PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალი, დასავლური სტანდარტი დაამკვიდრა.

ამჟამად PSP-ს საქართველოს მასშტაბით 350-ზე მეტი ფილიალი აქვს და 5000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. PSP-ს ქსელში ხელმისაწვდომია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ფარმაციის, პარაფარმაციის, საკვები დანამატების, დედის და ბავშვის პროდუქციის, პირის ღრუს მოვლის და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტი. ფიზიკური აფთიაქების გარდა, PSP-ს გააჩნია ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ქსელში არსებული სრული ასორტიმენტის ონლაინ შეძენა და ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა შეუძლია.

(R)

თეგები: psp

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
კლდის ჩამოშლა: როგორ შევაფასოთ რისკები
ახალი ამბები

კლდის ჩამოშლა: როგორ შევაფასოთ რისკები

12:20 07-30-2026
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved