• რეკლამა
  • კონტაქტი
18:38, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ოცნების ოპოზიციაში ყოფნა ვიღაცებისთვის განსაწმენდელი არ არის და ყველამ თავის ცოდვებს მიხედოს” – მანანა ნაჭყებია

ალია ავტორი - ალია
15:58 08-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,130

ყოფილი პარლამენტარი, მანანა ნაჭყებია:

,,ბევრი ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი, რომელიც ფესიბუქსივრცემ ძალიან დამაახლოვა ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის და საერთო ევროპული ღირებულებების გამო, ცდილობს თვითონ არ გამოთქვას საკუთარი აზრი რუსთაველზე მომხდარი გუშინდელი ექსცესის შესახებ , მაგრამ სხვა ადამიანების პოსტებს აზიარებს, რომლებიც იწონებენ თავდასხმას გრიგოლ გეგელიაზე, მოღალატეებს უწოდებენ ლელოს ადგილობრივი არჩევნების მიმართ განსხვავებული პოზიციის გამო. აღარ ყოფილა საშველი თუ თქვენც მიგაჩნიათ, რომ განსხვავებული აზრი, პოზიცია, ბრძოლის საკუთარი სტრატეგია და საკუთარი ხედვა ღალატი და დანაშაულია. განსხვავებული აზრი გვქონდა მეც და ჩემს თანაპარტიელებს 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს და ვამბობდით, რომ აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი ნაცმოძრაობა პრობლემებს შეუქმნიდა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. მერე მრავალი წელი, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მოღალატეებს გვეძახდნენ, ქუჩაში ვიდექით და ნაცმოძრაობას ვებრძოდით. 2011 წელსაც იგივე განმეორდა და როცა ყველა ბიძინას გაიძახოდა, ჩვენ ვთქვით, ეს რუსული პროექტია და ქვეყანას მძიმედ დაუჯდებაო. დღეს იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ბიძინასადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამო მოღალატეებს გვეძახდნენ, კვლავ ქუჩაში ვართ და ახლა ბიძინას ვებრძვით. დრომ განსაჯა ვიყავით მოღალატეები თუ არა. ამიტომ, გთხოვთ, თავი შევიკავოთ ასეთი რადიკალური შეფასებებისგან, მითუმეტეს ქართულ ოცნებას ვებრძვით სწორედ იმის გამო, რომ ევროპულ კურსს ცვლის და რუსეთში გავბრუნებს. ევროპა და ევროპული ღირებულებები კი პირველ რიგში სწორედ განსხვავებული აზრის პატივისცემაა, რუსეთი – განსხვავებული აზრის ჩაქოლვა. ერთსაც გეტყვით პირდაპირ. მე მგონი, იმიტომ არ ვიბრძვით, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავ ის წლები დავუბრუნოთ, როცა მუმლაძის პარტია თავზე გვახევდა კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს და ციხეში ამწყვდევდა არასასურველ ადამიანებს. მუმლაძის აშენებული საქართველო არ მინდა და ვვარაუდობ, არც თქვენ გინდათ. და კიდევ ერთი. ის, რომ ოპოზიციამ ერთმანეთი არ უნდა ვჭამოთ, ცხადზე ცხადია და ოპოზიციის ოპოზიცია ვერ ვიქნებით, ეს არაერთგზის გვითქვამს. მაგრამ ვერც იმას მოვითმენ პირადად მე, რომ მუმლაძემ განმისაზღვროს დღის წესრიგი. ქართული ოცნების ოპოზიციაში ყოფნა ვიღაცებისთვის განსაწმენდელი არ არის და ყველამ თავის ცოდვებს მიხედოს და მიხვდეს, რომ ეს ბრძოლა მათ დაბრუნებას არ ემსახურება.“

თეგები: მანანა ნაჭყებია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved