ქართველი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო წევრი გიორგი ცინცაძე ადასტურებს, რომ ოცნებისგან ღირსების ორდენის მიღებაზე უარი განაცხადა.
ცინცაძე “ტვ პირველთან” მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა დამატებით განმარტებებისგან თავს იკავებს.
ცნობისთის, მიხეილ ყაველაშვილმა, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებით და ღირსების მედლებით დააჯილდოვა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა გიორგი ცინცაძე, ვინც გასულ წელს დაგმო რუსული კანონი და ნოემბერ/დეკემბრის სისხლიანი მოვლენის დროს ქართველი ხალხის გვერდით რუსთაველზე იდგა.
კომენტარები