თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის დასკვნითი პროცესი გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, მისი განაჩენი გამოცხადდება.
გიორგი ახობაძის პროცესი სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.
ექიმი, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
კომენტარები