• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მე კაცმა ჭორვილაში, დედის სატირალში შემიშვა და მასზე აუგს ვერასოდეს მათქმევინებთ! НЕ ДОЖДЁТЕСЬ!” – ლალი მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
21:20 07-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,260

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა თავის სამი წლის წინანდელ ფეისბუქ-პოსტს აზიარებს, სადაც წერდა:

,,..მე ვერ ვიქნები თქვენნაირი, Без роду, без племени!

ზვიად გამსახურდიას როცა ქოლავდნენ “ახალი ქართველები”, მე კარგად მახსოვდა პრეზიდენტის სიკეთე, მისი მეგობრობა თალესთან, მან მწვანე შუქი აუნთო უფოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა. მე ვქომაგობდი ცოტნეს ციხეში, მე მომიკლეს პრეზიდენტი!

მე ვერასოდეს მათქმევინებთ ცუდს შევარდნაძეზე, მე მისი ყველაზე ახალგაზრდა მინისტრის მოადგილე ვიყავი. ის ჩემი დიდი პედაგოგი და გურუ გახლდათ. ჩვენ ერთმანეთს ავტობიოგრაფიები გავუცვალეთ, ის ჩამეხუტა და რაც მაშინ ყურში მიჩურჩულა, ჯერ არ ახდა და მოუთმენლად ველი.

მე არასოდეს ჩავერთვები გიული ალასანიას წინააღმდეგ სიბინძურეში, იმიტომ, რომ მათ ოჯახში ჩაიც დამილევია და ნამცხვარიც მიჭამია! მე მიშასთანაც არასოდეს ვკვეთ წითელ ხაზებს, იმიტომ, რომ ჩვენ საერთო ბავშვობიდან მოვდივართ და ჩვენი მამები საუკეთესო ექიმები და დიდი მეგობრები იყვნენ.

მე ვერასოდეს გავლანძღავ უშვერი სიტყვებით გიორგი მარგველაშვილს და მაკას, რის უფლებასაც თქვენ აძლევთ თქვენს თავს, იმიტომ, რომ ჩვენც ბავშვობიდან მოვდივართ, იმიტომ, რომ დედაჩემი მაკას ოჯახის წევრივით ხვდებოდა. დიახ, როცა პირველი ლედი გახდა, თქვენგან განსხვავებით, არასოდეს შემიწუხებია!

მე ვერ ვიტან სალომე ზურაბიშვილზე ნათქვამ უტიფრობებს, იმიტომ, რომ ის ჩემთვის ნატიფი, პორცელანის ფაიფურია და არა თქვენსავით თიხიდან მოზელილი სახვრეპი ჯამი.

მე არასოდეს ვიტყვი რუსებზე – ღორებს, იმიტომ, რომ მათი სისხლი მიჩქეფს და მე ამით ვამაყობ.

მე ვგიჟდები თბილისელ ქურთებზე და იეზიდებზე – ეს ცალკე ღრმა და ლამაზი სამყაროა.

მე არასოდეს ვიტყვი აზერბაიჯანელებზე – თათრებს, იმიტომ, რომ ბაბუაჩემი ბაქოს სამხედრო აკადემიის პრორექტორი იყო და კარგად ვიცნობ ამ საოცარ ხალხს.

მე არასოდეს ვიქილიკებ სომხებზე, იმიტომ, რომ ერევნის უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს, ვასწავლიდი ახალციხეში და ვიცი, რა გონიერი და ნიჭიერი ერია!

მე არასოდეს ვიღადავებ თქვენსავით კანის ფერზე, იმიტომ, რომ მყავს აფროამერიკელი ნათესავები და შვეიცარიელი სიძე ვიეტნამური ფესვებით, რომელიც ბევრ ქართველზე დიდი პატრიოტია!

მე არასოდეს ვიტყვი ებრაელზე – ურიას, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ არა მათი გენიალურობა, არაფერი არ იქნებოდა, ისევე, როგორც კაცობრიობა…

მე არასოდეს ვანსხვავებ ჩემს ნატურალ მეგობრებს გეებისგან, ტრანსებისგან და ლესბოსელებისგან, იმიტომ, რომ თითოეული მათგანისგან დიდი, ესთეტიკური საჩუქარი მიმიღია.

მე არასოდეს არ ვშაყირობ სხვის ზედმეტ წონაზე, ცხვირის სიგრძეზე, ტან-ფეხზე და ე.წ. დეფექტებზე – იმიტომ, რომ ეს საშინლად არაეთიკურია!!!

თქვენ მე გხედავთ გრძელ ტყავის “პლაშჩში”, წითელი სამკლავურით და დასახვრეტთა დიიდი სიით…და კიდევ!!!!!! მე კაცმა ჭორვილაში, დედის სატირალში შემიშვა და მასზე აუგს ვერასოდეს მათქმევინებთ! НЕ ДОЖДЁТЕСЬ!”

თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved