“პრაიმ ტაიმის” ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა.
პრაიმ ტაიმის მტკიცებით, რიჟვაძე აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, მათ შორის წერს, რომ მას კორუფციას და “ბარიგების” მფარველობას აბრალებდნენ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვან მისი ოჯახი.
მედიის ინფორმაციით, რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა “მისი დავალებით მოქმედებდა”. .
კომენტარები