• რეკლამა
  • კონტაქტი
01:44, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მამა, რომელიც იყო გმირი, უდანაშაულოდ მომიკლეს, არ აკმარეს ის, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე” – ქრისტინე ქარდავა

ალია ავტორი - ალია
13:52 06-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილმა, ქრისტინე ქარდავამ, წულუკიანის კომისიის სხდომაზე განაცხადა:

,,ძალიან მიჭირდა აქ მოსვლა და ამ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ, რომ ვუყურე დავით ცინდელიანის დედას, თავს უფლება ვერ მივეცი, არ მოვსულიყავი და მამაჩემზეც იგივე არ მეთქვა. მამა, რომელიც ნამდვილად იყო გმირი, მამა, რომელიც ასე უდანაშაულოდ მომიკლეს, ეს არ აკმარეს, არ აკმარეს ის, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, გადააგდეს შუა ზღვაში, კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე და ასე გავუსწორდითო…

ქრისტინე ქარდავამ გაიხსენა მამამისის გატაცების დღე და აღნიშნა, რომ დილის საათებში გაუჩინარებული მამის შესახებ დღის ბოლოს შეიტყო, რომ მანქანა, რომლითაც პაატა ქარდავა გადაადგილდებოდა, სოფელ ხურჩის საზღვართან იპოვეს.

„დღის ბოლოს შეგვატყობინეს ინფორმაცია, რომ მანქანა, რომლითაც მამა გადაადგილდებოდა, იყო ხურჩის საზღვართან. ბიძაჩემი მაშინვე წავიდა, იქ თუ სწორად მახსოვს, დარჩელის პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და უთხრეს, რომ შეგვატყობინეს, ეს მანქანა დატოვებულია საზღვართანო – ზუსტად ხიდთან იყო მანქანა მიყენებული. მანქანაში იდო მამას ყველანაირი დოკუმენტაცია, თავდაცვის სამინისტროს საბუთი, მისი პირადობა და სხვა დოკუმენტები, სამსახურებრივი ჩანაწერები და ა.შ., ყველაფერი მანქანაში იდო.

ბიძაჩემს ისე გამოატანეს მანქანა, ექსპერტიზაც არ ჩაუტარებიათ, პაატას მერე შეეხო ამ მანქანას ვინმე, იყო თუ არა ძალადობის კვალი. იმავე დღეს მივმართეთ პოლიციას თხოვნით, იქნებ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და გამოეკვლიათ ეს ინფორმაცია, იყო თუ არა მანქანაში კვალი, რაც რაღაც ინფორმაციამდე მიგვიყვანდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნა მეორე თუ მესამე დღემდე არ დაკმაყოფილდა…

ჩვენ ვაწყობდით აქციებს, ვაწუხებდით სამხარეოს, სამმართველოს, გუბერნიას, რომ რაღაცა ელემენტარული მიმართულება მოეცათ ჩვენთვის, რაღაცა საქმის კურსში ჩავეყენებინეთ. მამას სამსახურებრივ და პირად ნომრებზე ვრეკავდი ყოველდღე და ერთ მშვენიერ დღეს 12 თუ 14 სექტემბერს მამას ტელეფონი ჩაირთო. SMS მომდის, რომ ნომერი რომელსაც თქვენ უკავშირდებოდით ხელმისაწვდომია და აქ ისევ იმედი ჩაგვესახა, რომ ვიღაცა რაღაცას ითხოვს, გამოსასყიდს ან რაღაცას. ვწერდით ყველა ენაზე, ქართულად, მეგრულად, რუსულად, ინგლისურად, რომ გთხოვთ ოღონდ რამე მოითხოვეთ, ოღონდ რამე გაგვაგებინეთ, რომ ეს ადამიანი ცოცხალია და ეგრევე შევატყობინეთ პოლიციას, რომ ესე ტელეფონი ჩაირთო. მათ გვითხრეს, რომ დარეკეს თავდაცვის სამინისტროში, მოსმენაზე აყვანილია ეს ტელეფონი, გვირეკავდნენ, რომ ეხლა დარეკეთ, ახლა არ დარეკოთ, ახლა მიწერეთ, ახლა არ მიწეროთ და ბოლოს გვითხრეს, რომ ახლა დარეკეთ და მორჩა. მეორე დღეს გვითხრეს, რომ ანძამ დააფიქსირა, რომ გალში იყო ფიქსირებული ეს ტელეფონი და სამწუხაროდ, როცა უკვე მთავრობა შეიცვალა, გამოძიების კვალს დავადექით, გავიგეთ ყველაფერი, ვკითხულობ ერთ-ერთ ჩვენებაში, რომ პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ჰქონდა მამას ყველა ტელეფონი შედებული კაბინეტში თავის უჯრაში და რაღაცის გამოტანის დროს შემთხვევით მოუხვდა ტელეფონზე ხელი და ჩართო. ამით იმის თქმა მინდა, რომ მაშინ ჩვენ ვერანაირ სამართალს და ვერანაირ გამოძიების გზაზე ვერ დავდგებოდით, წარმოიდგინეთ მე იმ პიროვნებასთან მივდიოდი და ვთხოვდი დახმარებას, ვთხოვდი, რომ რაღაცა ინფორმაცია ჩვენამდე მოეტანა, რაღაცა გზაზე დავეყენებინეთ და ბოლოს ვიგებ, რომ ეს ადამიანი იჯდა კატერზე და უყურებდა, როგორ მოკლა რომან შამათავამ სადისტურად მამაჩემი, გამოაბა ბეტონის ფილა და გადააგდო ზღვაში“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved