• რეკლამა
  • კონტაქტი
06:37, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე – კორონავირუსთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით

ალია ავტორი - ალია
15:33 05-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით გლობალური სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება, 6 მილიონს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ და დაახლოებით 6,1 პროცენტია სიკვდილიანობა, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება.

„რაც შეეხება რეგიონს, ჩვენს ირგვლივ მყოფ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ პირდაპირი საზღვარი გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ რუსეთი უკვე მესამე ადგილზეა გავრცელებით, ასევე მზარდია მაჩვენებელი სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, თუმცა თურქეთში უკვე შეინიშნება ზრდის ტემპის შენელება და შეიძლება, ვთქვათ უკუსვლა ინფექციის. თუმცა აბსოლუტურ რაოდენობაში მატება არის, მაგრამ ნაკლები, ვიდრე იყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ზრდა არის უკრაინაშიც, ბელორუსში და მთელ რიგ ქვეყნებში, ვისთანაც საქართველოს ტრადიციული კავშირები აქვს.

„ამიტომ უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით. ის, რომ მეზობლებთან მიმართებაში და საზღვარი კარგად არის დაცული საქართველოში, ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომ ბოლო დღეებში, გუშინ და გუშინწინ ახალ შემთხვევათა დიდი ნაწილი გამოვლინდა საკარანტინო სივრცეებიდან და უმრავლესობა ეს ადამიანები იყვნენ შემოსული მეზობელი ქვეყნებიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოში 30 იანვრიდან მოყოლებული დღევანდელი დილისთვის არის 55 656 შესაძლო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარებოდა ღრმა კვლევებს.

„ლაბორატორიულად დადასტურებული დღეს დილისთვის გვაქვს 757 შემთხვევა. 24 საათის განმავლობაში, დილის 9 საათისთვის დაემატა 11 ახალი შემთხვევა, აქედან ორი არის ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ცხელი წერტილია და ცხრა გახლავთ გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს. უკვე გამოკვლეულია დაახლოებით 50-მდე კონტაქტი.

„ამ კონტაქტებიდან, გარდა გუშინწინ დადგენილი ორისა, ანუ პირველწყაროსა, მათ ცხრა კონტაქტს დაუდგინა კოვიდინფექცია და კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. კოვიდინფიცირებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში და კონტაქტების გადაყვანა ხდება საკარანტინო სივრცეებში თბილისში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი, სიკვიდილიანობის მაჩვენებელი – 1.59 პროცენტი. ასევე გამოჯანმრთელდა 600 ადამიანი.

„ეს ძალიან კარგია, რადგან თითქმის 80 პროცენტი, 79 პროცენტი გვაქვს გამოჯანმრთელების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved