• რეკლამა
  • კონტაქტი
12:23, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„9 ქალი წლების განმავლობაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო…“ – უზენაესმა სასამართლომ უპრეცედენტო საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

ალია ავტორი - ალია
11:09 03-13-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
145

საფეხბურთო კლუბ “მართვეს” ფეხბურთელი ქალების საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.

,,საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა 9 ქალი ფეხბურთელის მოთხოვნა. ისინი წლების განმავლობაში იყვნენ მწვრთნელის მხრიდან შევიწროების, მათ შორის სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი. ამასთან, სასამართლომ სასამართლომ პრაქტიკაში პირველად იმსჯელა დამსაქმებლის, საფეხბურთო კლუბ “მართვეს” პასუხისმგებლობაზე, რომელიც  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაა.

2021 წლიდან დაწყებული სამართალწარმოება მრავალმხრივი იყო და მოიცავდა როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეებს. სასამართლომ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბ “მართვეს” ყოფილმა მწვრთნელმა განახორციელა სექსუალური შევიწროება, ხოლო კლუბმავერ უზრუნველყო დასაქმების ადგილზე შევიწროება დაცვის ეფექტური მექანიზმების არარსებობის გამო. შედეგად, მწვრთნელს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება ყველა მოსარჩელის სასარგებლოდ.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მწვრთნელის მიერ თაღლითური სქემის გამოყენება, რომლის საშუალებითაც ის ფეხბურთელ გოგონებს ხელფასებიდან თანხას მოტყუებით ართმევდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ დარჩენილა მხოლოდ კონკრეტული საქმის ფარგლებში, ის მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა სისტემური რეფორმებისთვის. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეიმუშავა ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან დაცვის პოლიტიკის დოკუმენტები. ცვლილება მიზნად ისახავს სპორტშიუსაფრთხო გარემოს შექმნას, მწვრთნელების და სხვა პირების მხრიდან ძალადობის პრევენციას. უფრო მეტიც, ეს საკითხები ოფიციალურად შევიდა უეფას მწვრთნელთა განათლების C-ლიცენზიის საგანმანათლებლო კურსშიც.

აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახდა არა მხოლოდ სპორტის სფეროსთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებაში ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შევიწროება და ძალადობა არ დარჩება პასუხიმგებლობის მიღმა და რომ ინსტიტუციებს ევალებათ უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო ყველა დასაქმებულისთვის.

PHR-ის სამართლებრივი მხარდაჭერით მიღწეული ეს გამარჯვება მკაფიო გზავნილია ყველა იმ ქალისთვის, რომელიც  დაექვემდებარა ძალადობასა და შევიწროებას.
აღნიშნული საქმე არის ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებებიდან, რომელსაც ორგანიზაციამ USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიაღწია.

საქმეს იხილავდნენ მოსამართლეები: ქუთაისის საქალაქო სასამართლო – მანანა ნიკაჭაძე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები – ირმა პერანიძე, ინდირა მაშანეიშვილი, მალხაზ ჩუბინიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლო – გოჩა ჯეირანაშვილი, ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved