• რეკლამა
  • კონტაქტი
01:44, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი x Amazon Web Services – ტექ პარტნიორობა და კოლაბორაცია

ალია ავტორი - ალია
12:42 02-20-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
213

თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირითადად, თიბისის ტექ პროფესიონალები კითხულობენ.

თიბისი IT აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი DevOps მიმართულების კურსია, რომლის პროგრამაც მაქსიმალურად პრაქტიკულია და სასწავლო პროცესი რეალურ სამუშაო გარემოს ემსგავსება. სტუდენტებისთვის საგანგებოდ შეიქმნა სატესტო ლაბი, რომელიც თიბისის რეალური სამუშაო გარემოს ანალოგია და  პრაქტიკული დავალებების შესრულებასაც გულისხმობს.

კურსი კიდევ უფრო საინტერესო და ღირებული Amazon Web Services-თან პარტნიორობის დაწყების შემდეგ გახდა.

ამ თანამშრომლობის ინიციატორები არიან თიბისის გუნდის წევრები – გიორგი კაჭარავა (SRE ლიდი), საბა საყვარელიძე (CloudOps ინჟინერი) და თიბისი ჯგუფის გუნდის წევრი გიორგი სემენიხინი (ქლაუდ ინჟინერი), რომლებიც, ამავდროულად, ამ კურსის ლექტორები არიან.

AWS Cloud Platform თიბისის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. კომპანიის ქლაუდ პლატფორმის დიდი ნაწილი AWS-ის ინფრასტრუქტურაშია გამართული. ისყველაზე პოპულარული ღრუბლოვანი გარემოა. აქედან გამომდინარე, ტექ ტალანტებისთვის კურსში გათვალისწინებულია AWS-ის შესწავლა. დამწყებ ტექ ტალანტებს, რომლებიც თიბისი IT აკადემიაშიDevOps-ს შეისწავლიან, შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ცოდნა და გაიზიარონ გამოცდილება Amazon-ის წამყვანი ტექ ინჟინრებისგან.

“ჩვენ გავმართეთ AWS-ის ინფრასტრუქტურა თიბისი აკადემიის სტუდენტებისთვის. შედეგად ისინი სწავლობენ AWS-ის სერვისებს და საშუალება აქვთ თეორიული ცოდნა მყისიერად გამოიყენონ პრაქტიკაში და იმუშაონ იმ ტიპის ამოცანებზე, რომლებიც რეალურ სამუშაო გარემოში ხვდებათ „ – ამბობს გიორგი სემენიხინი, თიბისი ჯგუფის ქლაუდ ინჟინერი.

ლაბის ტექნიკური მხარე შეგიძლიათ იხილოთბმულზე.

პარტნიორობის ფარგლებში, ასევე, საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას – AWS Gameday-ის, რომელიც, პირველ ეტაპზე, 1 მარტს მხოლოდ IT აკადემიის სტუდენტებისა და კომპანიის თანამშრომლებისთვის განხორციელდება.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved