• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, შაბათი, 18 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აქციაზე ნაცემმა მოქალაქემ, რომელსაც სპეცრაზმელმა ტელეფონი წაართვა, $68 ათასი დაკარგა

ალია ავტორი - ალია
15:33 12-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31,975

სავარაუდოდ, სპეცრაზმელის მიერ დალომბარდებული და შემდეგ გაყიდული ტელეფონის გამო, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ 68 ათასი დოლარი დაკარგა.

ბიზნესმენი ავთანდილ კუჭავა, რომელიც “ხარებას“ სპეცრაზმმა ჯერ ცემა და შემდგ კი ის მობილური წაართვა, რომელშიც კრიპტო აქტივებს ინახვდა, აცხადებს რომ ტელეფონიდან ყველა ის პროგრამა წაშალეს, რომლითაც კრიპტოვალუტის აქტივებს მართავდა.

“პროგრამა წაშლილია, მობილური კი სავარაუდოდ, სპეცრაზმელმა გაყიდა“ -ამბობს ბიზნესმენი, რომელიც დაკავების დროს მიღებული დაზიანების გამო, მკურნალობას დღემდე აგრძელებს.

ამ ეტაპზე, რაც მქონდა ინვესტირებული, კრიპტოაქტივებში 55 ათას დოლარამდეა, 12 000 კი USDT. ჯამში – 68 000$. იანვარში რომ ზრდები იქნება, აღმოჩნდება, რომ მინიმუმ ნახევარი მილიონი დოლარი დავკარგე. ყველას შევატყობინეთ, სჯობდა დაებრუნებინა, მობილურზე არ იყო საუბარი. 25-ე დღე იყო, მობილურს რომ ვეძებდით, იძულებული გავხდით, საჯაროდ გამოგვეცხადებინა და ჯილდო დაგვეწესებინა.

ახლა ის ფული ასე ჰაერში იქნება სამუდამოდ გამოკიდებული და ვეღარასდროს ვერავის წვდომა ვეღარ ექნება“, – ამბობს კუჭავა.

ბიზნესმენის თქმით, ფაქტთან დაკავშირებით ყველა უწყება საქმის კურსში ჩააყენა პირველივე დღიდან, თუმცა დღემდე არავინ დაკავშირებია.

ავთანდილ კუჭავას პოლიციამ 30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სცემა. მას ტვინის შერყევა და წინა მხრის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა. მისივე თქმით, ცემის დროს წაართვეს მობილური ტელეფონი, სადაც დროებითი კრიპტო საფულე ჰქონდა, ხოლო საფულის გასაღების – 12 სიტყვის ამოწერას სახლში დაბრუნების შემდეგ აპირებდა.

კუჭავა მათ, ვინც ტელეფონი წაართვა, სთხოვდა მისთვის ეს მოწყობილობა დაებრუნებინა – ამისთვის გეგმავდა ტელეფონის ღირებულების ორმაგი ოდენობის თანხის გადახდას და კრიპტო აქტივების 30%-ის [$23 ათასის] გაცემას

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved