• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე – საქართველოში საკარანტინო ზონებმა ძალიან გაამართლა

ალია ავტორი - ალია
12:13 05-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებთან შედარებით ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს საქართველოში ეპიდვითარების შესახებ მონაცემები გააცნო.

„ამ მხრივ, ჩვენ გამოვიყურებით ასე ვთქვათ გარკვეულ მუნძულად, ამ ეტაპამდე მთელ ამ სივრცეში, რაც კარგია, მაგრამ ეს არ გვაძლევს არავითარი დამშვიდების საფუძველს. დღევანდელი რიცხვით საქართველოში გამოკვლეულია 45 707 შესაძლო შემთხვევა. მხედველობაში მაქვს მხოლოდ მოლეკულური კვლევები. აქედან დადასტურებულია 723. ამ 723-დან აქტიური შემთხვევა, დღეს ვინც მკურნალობს, არის 216. გამოჯანმრთელება გვაქვს 495, ანუ 68 პროცენტია გამოჯანმრთელება, რაც კარგი ინდიკატორია, რომ ჩვენთან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე სერიოზულად გადააჭარბა და ბოლო 10  დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები გვაძლევს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლადინფიცირებულთა რაოდენობას, რომელიც ასევე პროგნოზულად გარკვეულად დამაიმედებელი ინდიკატორია.

დღევანდელი დილით გვყავს ორი ახლად დადასტურებული შემთხვევა. ერთი უკავშირდება თეთრიწყაროს კლასტერს. მოგეხსენებათ, ყველაზე დაზიანებული რეგიონი გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონი, კერძოდ, ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს ბოლნისის მუნიციპლაიტეტში, შემდეგ მოდის თეთრიწყარო და მარნეული. ერთი შემთხვევა უკავშირდება თეთრიწყაროს კონტაქტის კონტაქს და ერთი გვაქვს საკარანტინო ზონიდან“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში საკარანტინო ზონებმა ძალიან გაამართლა.

„საკარანტინო ზონებმა ძალიან გაამართლა ქვეყანაში, ჩვენ საკარანტინო ზონებში დაახლოებით 120-მდე ახალი შემთხვევა დავაფიქსირეთ, ამით პრევენცია გავუკეთეთ ამ შემთხვევების შემდგომ დისტრიბუციას საზოგადოებაში, ამან შეკავების ფაზაში სერიოზული როლი ითამაშა“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved