• რეკლამა
  • კონტაქტი
04:58, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს სოციალური მუშაკები ემიჯნებიან

ალია ავტორი - ალია
18:42 11-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

“ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს სოციალური მუშაკები ემიჯნებიან.

“ჩვენ, საქართველოს სოციალური მუშაკები, ვგმობთ და ვემიჯნებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ.

ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე მის გარეთ, ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად.

ჩვენი პროფესიული საქმიანობის კონტექსტში ეს გულისხმობს პირველ რიგში ბრძოლას საკუთარი შრომის პირობების გასაუმჯობესებლად, რათა ჩვენი მომსახურების მიმღებ პირებს შევთავაზოთ გამართული, მდგრადი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მომსახურება. კერძოდ, ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს დროულად მივაწოდოთ ფსიქო-სოციალური დახმარება და თავშესაფარი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ჰქონდეთ რეაბილიტაციის სერვისებზე დროული წვდომა, მიუსაფარ ხანდაზმულებს არ უწევდეთ თავშესაფრის რიგში მოცდა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშველოვან ქმედებებს, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების თითოეული წევრისთვის ღირსეულ, დროულ და მათ საჭიროებაზე მორგებულ მხარდაჭერას.

ჩვენ არ და ვერ დავბრუნდებით იქ, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უწევდათ სოციალური იზოლაცია მთელი სიცოცხლის მანძილზე, სადაც ბავშვები იზრდებოდნენ ძალადობისა და უგულებელყოფის ქვეშ დიდი ზომის ინსტიტუციებში, სადაც ადამიანებს წართმეული ჰქონდათ ფსიქოლოგიური თუ სოციალური რეაბილიტაციის შესაძლებლობა. ვერ დავბრუნდებით იქ, სადაც არ სცნობდნენ და ვერ ხედავდნენ სოციალური მუშაობის საჭიროებას!

ჩვენ, საქართველოს სოციალური მუშაკები, ვბრაზობთ და ვწუხვართ, როდესაც ვხედავთ როგორ მოქმედებს პოლიციური სისტემა და სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს, ლახავს მათ ღირსებას და ჯანმრთელობას, საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. მხარდაჭერას ვუცხადებთ დაზარალებულებს და მათ ოჯახებს! მოვითხოვთ სახელმწიფო სისტემების თანამშრომლების მხრიდან ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევის მყისიერ შეწყვეტას.

ჩვენ, საჯარო სექტორში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე სოციალური მუშაკები, ერთიანნი ვართ ჩვენი პროფესიის, ბენეფიციარების და საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულებაში! ჩვენი მიზანი არა მხოლოდ მიმდინარე მოვლენებზე რეაგირებაა, არამედ უკეთესი, თანასწორი და ადამიანზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბება, რასაც საფრთხე ექმნება მიღებული გადაწყვეტილებით,” – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved