• რეკლამა
  • კონტაქტი
17:57, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკო: ISFED-ის ახალი კვლევა – ცესკოს რეპუტაციის დაზიანების მორიგი მცდელობა

ალია ავტორი - ალია
13:34 11-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
307

ცესკო განცხადებას ავრცელებს:

გუშინ, სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში გავრცელდა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ე.წ. კვლევა სოციალური ქსელების ყალბ ან საეჭვო გვერდებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლო კამპანიაში. თავი რომ დავანებოთ ამ ე.წ. კვლევის „მასშტაბურობას“, სადაც საუბარია 7 ყალბ და 15 საეჭვო გვერდზე, მისი იმ დროს გამოქვეყნება, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა საარჩევნო დავების განხილვის უმნიშვნელოვანესი პროცესი, საეჭვოს ხდის ორგანიზაციის რეალურ მიზანს და ცხადად მიუთითებს მის დაინტერესებაზე ნებისმიერი ფორმით და საშუალებით დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია. ამ შემთხვევაშიც, ეს ანგარიში დაინტერესებულმა მხარეებმა გამოიყენეს იმგვარად, თითქოს ამ ყველაფრის უკან საარჩევნო ადმინისტრაცია დგას.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ არანაირი კავშირი ე.წ. ყალბ და საეჭვო გვერდებთან არ აქვს, არც ჰქონია და მომავალშიც არ განიხილავს ამგვარ არაკეთილსინდისიერ მექანიზმებს თავის საქმიანობაში.

სამართლიანობისთვის კარგი იქნებოდა, ორგანიზაციას იმავე ანგარიშში მიეთითებინა საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ უტყუარად დადასტურებული ყალბი და საეჭვო გვერდების ორგანიზებული შეტევების ფაქტები, განსაკუთრებით, 2020 წლიდან, რასაც სათავე მათ მიერ არასწორად დათვლილი პარალელური დათვლის შედეგების გამოცხადებამ დაუდო.

ნაცვლად იმისა, რომ 2020 წელს პარალელური დათვლის არასწორი შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, ორგანიზაცია ,,სამართლიან არჩევნებს’’ 2024 წელს გამოექვეყნებინა პარალელური დათვლის შედეგები, რითაც ცალსახად დადასტურდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების სისწორე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღემდე, ისინი საზოგადოებაში მცდარი აღქმების დათესვას და ამით საკუთარი მოქმედების თუ უმოქმედობის გამართლებას ცდილობენ.

ამასთან, ნათელი ხდება, რატომ არ მოაწერა აღნიშნულმა ორგანიზაციამ ხელი ცესკოსა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ ქცევის (ეთიკის) კოდექსს, პირველად ბოლო წლების განმავლობაში. მით უმეტეს, რომ აღნიშნული კოდექსის შემუშავების ერთ–ერთი მონაწილე და ინიციატორი თავად გახლდათ.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს მიუკერძოებელი და ობიექტური დაკვირვება საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართლიან არჩევნებს, დაუბრუნდეს კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს და იმოქმედოს მაღალი ეთიკური პრინციპების დაცვით.

(R)

თეგები: ცესკო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved