• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისსა და რუსთავს შორის ავტობუსები იმოძრავებს

ალია ავტორი - ალია
12:13 05-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

თბილისიდან რუსთავში და პირიქით ავტობუსები ივლის. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ რუსთავიდან ჩამოდის ყოველდღიურად დედაქალაქში მოქალაქეთა ყველაზე დიდი ნაკადი – 30 ათასამდე ადამიანი, რაც თბილისში მოძრავ საავტომობილო ნაკადებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

„აღნიშნული პროცესი ქალაქს ზედმეტი საავტომობილო ნაკადის შემოსვლას აარიდებს და ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, შემუშავდეს და ამოქმედდეს ავტობუსის რეგულარული მარშრუტი რუსთავსა და თბილისს შორის. მინდა, ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს და თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს დავავალო, ზუსტი მარშრუტის, საწყისი და საბოლოო წერტილების, ასევე, გაჩერებების იდენტიფიცირებისა და დამუშავების პროცესი დაიწყონ“, – განაცხადა მერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მერია 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს ელოდება, რომლებსაც ივნისიდან-ოქტომბრამდე პერიოდში, რამდენიმე ეტაპად მიიღებს. ასევე, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე. დამატებით, 180 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად, დაფინანსების წყაროები მოძიებულია და ტენდერის გამოსაცხადებლად საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved