• რეკლამა
  • კონტაქტი
19:53, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არასდროს შევხვედრივარ ივანიშვილს, მოვითხოვე მასთან შეხვედრა, მან უარი განაცხადა” – დანიგანი

ალია ავტორი - ალია
11:07 10-05-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,838

“არასდროს შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს. მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა, ისევე, როგორც სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, საქართველოში ჩემი ელჩობის პერიოდში და მან უარი განაცხადა ყველა შეხვედრაზე”, – აცხადებს “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას.

“ვფიქრობ, პრობლემურია, როცა პირი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო. ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. და მინდა ვთქვა და ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ დაგვიწესებია ფინანსური სანქციები ბატონი ივანიშვილისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის. ვიცი, იყო ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ ეს გავაკეთეთ, თავად მან [ივანიშვილმა] განაცხადა, რომ მის მიმართ არის დე ფაქტო სანქციები, რაც არ არის სიმართლე.

მას აქვს საკუთარ ფულთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები “კრედიტ სუისთან” და როგორც ჩვენი საელჩოს პოსტში განვაცხადეთ, ის საქმეები განიხილება სასამართლოებში, ბერმუდასა და სინგაპურში და არა აშშ-ის მთავრობასთან. მისი საერთაშორისო ადვოკატები იმის თაობაზე არ დავობენ, რომ ჩვენ მას [ივანიშვილს] დე ფაქტო სანქციები დავუწესეთ. ასე რომ, ეს უბრალოდ არ არის სიმართლე. არ ვიცი რატომ შეიძლება საკუთარ ფულზე რაღაც აღქმის გამო, ჩვენთან გულწრფელ, პირდაპირ საუბარზე უარს აცხადებდეს პარტიის საპატიო ლიდერი და თავმჯდომარე თუ, მრავალი თვალსაზრისით, ამ მთავრობის ლიდერი – საქართველოს პარტნიორებთან, რომლებსაც 32 წლის განმავლობაში საქართველოსთვის მხარდაჭერის გარდა არაფერი უკეთებიათ“, – აცხადებს რობინ დანიგანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved