• რეკლამა
  • კონტაქტი
15:02, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოკოითის თქმით, საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი უნდა აღიაროს და ტერიტორიები დაუბრუნოს

ალია ავტორი - ალია
11:35 09-17-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
499

ედუარდ კოკოითი, რომელიც აგვისტოს ომის დროს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი იყო, ამბობს, რომ საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი უნდა აღიაროს. კოკოითმა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები შეაფასა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ “ოს ძმებს” ბოდიში უნდა მოუხადოს.

კოკოითის თქმით, ეს “გაბედული განცხადებაა”, თუმცა ივანიშვილის გულწრფელობაში დარწმუნებული არაა.

“თვითონ ივანიშვილის განცხადების შინაარსში ახალი არაფერი არაა. 2008 წლიდან ვაცხადებ, რომ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები საერთაშორისო დამნაშავეები არიან. ისინი აუცილებლად უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ. […] ყველაფრის სულელ სააკაშვილსა და აშშ-ზე გადაბრალების მცდელობა – ძალიან წარუმატებელი და არაშორსმჭვრეტელია. პასუხისმგებელია მთელი საქართველო, რომელმაც დათმო თავისი დამოუკიდებლობა და აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტი გახდა”, – დაწერა ტელეგრამზე კოკოითმა.

სეპარატისტი ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი უნდა აღიაროს და მას ტერიტორიები დაუბრუნოს.

“თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობითაა გამსჭვალული, მაშინ, პირველ რიგში, საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ ხელშეკრულებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდობასა და საომარი მოქმედებების არგანახლებას, ამავე დროს დააყენოს საქართველოს მიერ ოკუპირებული ოსური თრუსოს, გუდოსა და სხვა ხეობების დაბრუნების საკითხი”, – წერს კოკოითი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved