საქართველოში არ შემოუშვეს ბელარუსი ჟურნალისტი, ანდრეი მიალეშკა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და თქვა, რომ მიზეზი არ განუმარტავთ, ხოლო დოკუმენტზე, რომელიც მისცეს, წერია, რომ “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”.
მიალეშკა ქუთაისის აეროპორტიდან პოლონეთში გააბრუნეს, საიდანაც საქართველოში შვილთან ერთად ბრუნდებოდა. ჟურნალისტი რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ბათუმში ცხოვრობს.
,,მთავარი არხი”
კომენტარები