• რეკლამა
  • კონტაქტი
12:02, პარასკევი, 20 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ალია ავტორი - ალია
11:21 09-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

კულტურის სამინისტრო ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვემს. სამინისტრო მსახიობის ოჯახს უსამძიმრებს და მისი შემოქმედების შესახებ წერს.

„ქართული თეატრალური სამყაროს ძვირფასი წევრი, შესანიშნავი პიროვნება ზურაბ ბერიკაშვილი ყველასათვის საყვარელი მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატის, გივი ბერიკაშვილისა და მსახიობის, ამაგდარი პედაგოგის, პროფესორ ლეილა კაპანაძის ოჯახში აღიზარდა.

მთელი მისი კარიერის განმავლობაში ზურაბ ბერიკაშვილი ასახიერებდა დაუვიწყარ პერსონაჟებს და ხიბლავდა მაყურებელს თავისი სამსახიობო ოსტატობით.

ზურაბ ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. ბოლო პერიოდში თამაშობდა სპექტაკლებში „ფიგაროს ქორწინება ანუ შეშლილი დღე“ და „უჩინმაჩინის ქუდი“.

მის მიერ შესრულებული როლებია: ალვარო – „ვარდის სვირინგი“; ტაფელოვი – „ბაკულას ღორები“; მირიანი – სკოლის დირექტორი – „კაცები“; „მთვრალი ალუბალი“; სილვიუსი – „როგორც გენებოთ“; ქეშელა – „ჯაყო – ხვალ ომი იქნება…“ დურანდარტი, ჩიგოლიტო – „მეფე-ირემი“; ალექსანდრე ელიგულაშვილი – „შევხვდებით სამოთხეში“; ნოტარიუსი პირველი – „დეკამერონი“; ივან კუზმას ძე შპეკინი – „რევიზორი“; ანტონიო – „დაანებე ჩემს ცოლს თავი“; „შეშლილის წერილები“; ექვთიმე თაყაიშვილი – „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“; მაურისიო – „ეუხენა ბალბოა“; კუკუ – „მუნჯის სიზმრები“; კრისტოფერ რენი – „ხაფანგი“; სოსიკა ექვსშაურაშვილი – „ძველ სასამართლოში”; ოტია ქამუშაძე – „ქამუშაძის გაჭირვება“; სკვინჩა გოგია – „მოვიგონოთ ჩვენი ახალგაზრდობა“; გიგოია, სიკოია, ნიკო – „სოლომონ მორბელაძე“; სიზმარა – „ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო…“; ავთანდილი – „ამიკო“; თითით საჩვენებელი კაცი – „თითით საჩვენებელი“; სტუდენტი – „ყვარყვარე თუთაბერი“; გამვლელი – „დიადი მცირეში“; სტვირა – „ზაფხულის ღამის სიზმარი“; ჭაბუკი – „ფერხული“; ლენსკი – „ონეგინი“; ქერბალაი – „გიულიჰ…“; სოსო – „მე დავბრუნდები“.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ზურაბ ბერიკაშვილის ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე, უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, თეატრალურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს“, – წერს კულტურის სამინისტრო.

ზურაბ ბერიკაშვილი ავადმყოფობის შემდეგ 13 სექტემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

13:47 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved