• რეკლამა
  • კონტაქტი
11:29, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აფხაზეთის განზრახვა გაეროში გაწევრიანებაა” – სერგეი შამბა

ალია ავტორი - ალია
12:00 09-02-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
857

“აფხაზეთისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გაეროში გაწევრიანებაა”, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა. როგორც მან “იზვესტიასთან” აღნიშნა, პროცესს აშშ და ევროკავშირი ხელს უშლის.

“რა თქმა უნდა, აფხაზეთის რესპუბლიკის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა. ეს არის თავად პროცესის საბოლოო მიზანი ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარებისთვის. რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია. არავის გაუუქმებია ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. დასავლეთის, კერძოდ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკა სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის. აფხაზეთს უარყოფითი გამოცდილება აქვს, როდესაც შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები მნიშვნელოვან ზეწოლას განაგრძობდნენ იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც აფხაზეთს დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა”, – აღნიშნა სერგეი შამბამ.

მისი განცხადებით, აფხაზეთი ცდილობს, კონტაქტები იმ ქვეყნებთან დაამყაროს, სადაც დასავლეთს მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს.

“მიუხედავად ყველა სირთულისა და კოლექტიური დასავლეთის მხრიდან სერიოზული ზეწოლისა, ახალი კავშირებისა და კონტაქტების დასამყარებლად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შესაძლებლობების ძიებას ვაგრძელებთ. ამ საკითხში ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – განაცხადა სერგეი შამბამ.

ე.წ. მინისტრი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ იმ ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.

ცნობისთვის, ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2024 წლის ივნისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციას (გაერო) მიმართა, საბოლოოდ გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და უზრუნველყონ აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობა გაეროს შესაბამისი კომიტეტების მუშაობაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved