• რეკლამა
  • კონტაქტი
16:23, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სირცხვილიას“, როგორც ჩანს, შერცხვა – ბექა ოდიშარია

ალია ავტორი - ალია
15:36 08-31-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
510

„სირცხვილიას“, როგორც ჩანს, შერცხვა, წაიკითხა კანონი და მიხვდა, რომ არაფერია ისეთი, რაც მათ საქმიანობას, მოვალეობას, თუნდაც მავნებლურს, შეზღუდავდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „სირცხვილიას“ მსგავსად, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოუწევთ კანონის წაკითხვა და შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება.

„ბუნებრივია, ეს არის მორიგი სკანდალური აღიარება ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მხრიდან, რომელიც მოგეხსენებათ, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაცია. ის იყო ავანგარდში იმ ძალების, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არყევდნენ ქვეყანას იმ მიზეზით, რომ თითქოს, ეს კანონი გახლდათ რუსული და ის იყო დამაზიანებელი ამ ორგანიზაციებისათვის. სინამდვილეში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, როგორც ჩანს „სირცხვილიას“ შერცხვა, წაიკითხა ეს კანონი და მიხვდა, რომ იქ არაფერი არ არის ისეთი, რაც მათ საქმიანობას, მოვალეობას, თუნდაც მავნებლურს, შეზღუდავდა. შესაბამისად, მათ მოუწიათ დარეგისტრირება, როგორც მოუწევთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას ე.წ ენჯეოს, ურჩ გაქსუებულ, ფლიდ და მძარცველ ენჯეოებს მოუწევთ. ქართველი ხალხი გაიგებს, თუ საიდან ფინანსდებიან ისინი, რა წყაროებით იღებენ უცხო ქვეყნიდან შემოსავლებს და რა მიზნით და მიმართულებით ხარჯავენ ამ ნაკადებს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქვეყნო საქმეს აკეთებენ უჩუმრად დარეგისტრირდნენ და საქმიანობას განაგრძობენ.

„ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ხმაურობდა და აპროტესტებდა გაცილებით უფრო ცოტა ენჯეო, ვიდრე ზოგადად არის და ფუნქციონირებს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები. ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქვეყნო საქმეს, რომლებიც ეხმარებიან სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ეხმარებიან ქვეყანას ინსტიტუციების გამყარებასა თუ განათლების სფეროში, ისინი, ბუნებრივია, უჩუმრად დარეგისტრირდნენ და განაგრძობენ თავიანთ და ჩვენთვის ძალიან საამაყო და მადლიან საქმიანობას.

თუმცა ადამიანები, რომლებიც ფულს პარავენ ევროპასა და ამერიკაში გადასახადის გადამხდელებს და მხოლოდ მათი პატრონების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და, ბოდიშს ვიხდი, ფეხებზე ჰკიდიათ ქართველი ერი, ხალხს ამ უცხო ქვეყნებიდან მოზიდული ფულით მუდმივად თვალში ნაცარს აყრიან. ბუნებრივია, ამ ხალხს არ სურს გაუზიაროს არათუ ეს ფულადი ნაკადები, რომელსაც არავინ არ სთხოვს, არამედ არ სურს, გაუზიაროს ინფორმაციაც კი, ამის ღირსადაც არ აგდებს ქართველ ხალხს. დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ აღიარებას, უკან დახევას, ისევე როგორც ჩვენ ეს ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შემტანების მიერ. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ისინი პოზიციონირებდნენ მე-11 მუხლით და ადანაშაულებდნენ „ქართულ ოცნებას“ თანასწორობის შეზღუდვაში, კონსტიტუციური მუხლის დარღვევაში, შემდეგ კი თავად ამოიღეს სარჩელიდან, მათდა სამარცხვინოდ. თუმცა ჩვენ მივესალმებით, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარია მოძრაობა „სირცვხილიას“ წინააღმდეგ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებთ.

ეს ბუნებრივია ვირთაგვების ინსტინქტი გახლავთ, ისინი ახლა არიან, როგორც კასრში ჩაყრილი ვირთაგვები, რომლებიც ერთმანეთს გადაჭამენ. რა თქმა უნდა, მათ ამოძრავებთ თვითგადარჩენის ინსტინქტი. თვითგადარჩენის ინსტინქტი ახლა იმაში მდგომარეობს, რომ არაფრით არ მოხდეს ლუსტრაცია მათი შემოსავლების , არ მოხდეს ტრანსფარენტულობა და გამჭვირვალობა იმ ქმედებების, რომლებსაც ისინი ახორციელებენ უცხოეთიდან მოზიდული უწყვეტი ფულადი ნაკადებით. ისინი არ დაინდობენ ერთ- ერთი მათიანის ტყავს, დაგლეჯენ, რადგან ამ ორგანიზაციას მოუწია წაკითხვაც და აღიარება, რომ ეს კანონი არის უვნებელი და ემსახურება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლიდან ცნობილი გახდა, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, „სირცხვილია“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდება. გამოქვეყნებულ ვიდეოში ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved