• რეკლამა
  • კონტაქტი
06:23, სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თავისი არსით ანტი-ქოცი იყო ერეკლე…” – ზაზა ბიბილაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:25 08-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,774

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ერეკლე II მეომარი მეფე იყო. მეფე, რომელმაც ყველაზე მეტი ბრძოლა გადაიტანა საქართველოს ისტორიის მანძილზე. მოღალატე, ლაჩარი ქოცების მიერ მის სახელს ამოფარება უდიდესი ცინიზმი, მკრეხელობა და ყველა თავმოყვარე ქართველის პირადი შეურაცხყოფაა.

სინამდვილეში, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ქოცები ერეკლეს სახელს ეპოტინებიან, გეორგიევსკის ტრაქტატია, რომლითაც მათ საკუთარი ღალატის გამართლება სურთ. მაგრამ კონტექსტი სულ სხვა რამეს გვეუბნება. არ დარდება დიდი მეფე ამ ბაცილებთან:

დავიწყოთ იმით, რომ ერეკლე მეორე საქართველოს ევროპეიზაციის მოსურნე, დიდი რეფორმატორი, განმანათლებელი და მამაცი მებრძოლი იყო (საკუთარ ხალხს ბრონირებული დუშკაბინის უკნიდან არ ელაპარაკებოდა). ამდენად, თავისი არსით ანტი-ქოცი იყო ერეკლე.

ათას გმირობას შორის, ხანგრძლივი მეფობისას, რამდენიმე შეცდომაც დაუშვა. შეცდომათაგან ყველაზე დიდი გეორგიევსკის ტრაქტატი იყო. მაგრამ ეს შეცდომაც ახსნადია – მაშინ ჯერ არ ვიცნობდით რუსეთს, არ გვქონდა ამ ვერაგ იმპერიასთან ურთიერთობის გამოცდილება.

ერეკლეს სურვილი, საქართველოში რუსული ჯარი შემოეყვანა, დღეს ნატოში გაწევრიანებისა და აქ ნატოს ჯარის შემოყვანის ტოლფასია. მაშინ (1783 წელს) რუსეთი ჯერ არ იყო მტერი. დღეს კი რუსეთია ერთადერთი მტერი. ამდენად, ერეკლეს მიერ რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი არ დარდება 2024 წელს ქოცების ისტორიულ ღალატს, რომლებიც შეგნებულად გვიკეტავენ ევროპის კარს.

რასაც ქოცები დასავლეთს აბრალებენ (უსაფუძვლოდ), სინამდვილეში ზუსტად იმას აკეთებდა მათი მოკავშირე რუსეთი საქართველოში ერეკლეს დროს – გვაომებდა ოსმალეთთან და ირანთან, გვტოვებდა შეპირებული დახმარების გარეშე, ახოცინებდა ქართველებს და გვასუსტებდა, რომ ბოლოს ლამის უომრად დავეპყარით.

ისიც საინტერესოა, რომ ქოცები თან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით სპეკულირებენ (რაც, ცხადია, ვერ და არ მოხდება მათ პირობებში), თან ივიწყებენ, თუ როგორ მოიქცა ერეკლე, როცა საქართველოს გაერთიანების შესაძლებლობის წინაშე დადგა.

ასეა თუ ისე, ერეკლე გმირი იყო. ქოცები მოღალატეები არიან. ერეკლემ საქართველოსთვის იცხოვრა. ქოცები ფულისთვის ცხოვრობენ. ირაკლი კობახიძე რომ მეფე ერეკლეს ძეგლს დგამს, იგივეა, სერგო ორჯონიკიძე ნოე ჟორდანიას ძეგლს დგამდეს. დანაშაულები დანაშაულებად, მაგრამ ეს ცინიზმი არ უნდა შერჩეთ ამათ.”

თეგები: ზაზა ბიბილაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved