• რეკლამა
  • კონტაქტი
13:21, კვირა, 8 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ოპერატიული თვალსაზრისით, მოქმედების ორი ხელსაყრელი სცენარია უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის არსენალში” – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
16:20 08-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,290

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:

,,უკრაინელები კურსკში და საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე ჩვეულებრივ რუტინად იქცა, რუსეთის ( ქართველი რუსეთუმეების, ოცნების მოღალატეთა ლეგიონის, ხარბი ბიზნესმენების და ა.შ.) იმედები და რუსეთის იმპერიის მტრების ( ჩვენი სახით ) შიშები არ გამართლდა, უკრაინელები შევიდნენ კურსკში და დარჩენ რუსეთში საბრძოლველად. დარჩენ და ფეხიც მოიკიდეს. ოპერატიული თვალსაზრისით, მოქმედების ორი ხელსაყრელი სცენარია უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის არსენალში. პლაცდარმის გამაგრება მდინარე სეიმით შემოსაზღვრული 1200-1400 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე, ოპერატიული პაუზის აღება და ახალი შეტევიის წამოწყება რომელიმე მიმართულებაზე ( იმდროისთვის შექმნილი ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე). კარგი გადაწყვეტილება იქნება, მინიმალური რისკებით და გარანტირებული ტაქტიკური, ოპერატიული, სტრატეგიული და პოლიტიკური დივიდენდებით, შემდგომი მოქმედების დაწყებამდე. ამ შემთხვევაში არსებობს მხოლოდ ერთი რისკი, რუსეთს მიეცემა ამოსუნთქვის საშუალება და ჯარების გადაჯგუუფების დრო. თუმცა ახალი ძალების, მნიშვნელოვანი რიცხოვნობით და ახალი ქვედანაყოფების შემადგენლობაში იმდენად დიდ დროს მოითხოვს, რომ ეს რისკები არ იქნება უახლოეს 3-4 თვეში რეალიზებული მნიშვნელოვან წინააღმდეგობად.
რაც შეეხება მეორე სცენარს, ეს რაც უჭირს რუსებს და ზოგადად სლავებს, მაგრამ კარგად აქვთ ათვისებული პრუსიულ და ფრანგულ სამხედრო სკოლებს და მეტნაკლებად წარმატებით ანგლოსაქსებიც უბამენ მხარს, ეს არის ღრმა მანევრები, შემოვლითი დიდი ნახტომები პაუზების გარეშე. განმარტებისთვის, პატარა გადახვევას გავაკეთებ: გერმანელები თავის მეთაურებს თხოვენ, ასწავლიან და ავალდებულებენ წარმატების მისაღწევად თავიანთი ქვედანაყოფების მოქმედება დაგეგმონ და განახორციელონ in einem zuge ( militäroperation in einem zuge ). არსებითი თარგმანი ერთი სულის მოთქმით რაიმეს გაკეთებაა, ერთ სვლაში, პაუზების და შეტევების წინ ჩამუხვლების გარეშე. მე-2 მსოფლიო ომის დროს, სანამ გერმანელ გენერლებს მოქმედების თავისუფლება ჰქონდათ, ნაკლები ძალების პირობებშიც კი, წინსვლის მაღალი ტემპის გამო მოწინააღმდეგ ვერასდროს მოახერხა მანევრით ოპერატიული უპირატესობის კი არა, პარიტეტის მიღწევაც კი. მოგვიანებით კი ჰიტლერმა, რომელიც გერმანიის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი იყო, ვერმახტის სათავეში დანიშნა ჰიტლერი, შემდეგ ვერმახთის სარდლობის ( ჰიტლერის) წარდგინებით, ვერმახტის სახმელეთო ძალების სარდლად დანიშნა, არ დაიჯერებთ და ჰიტლერი. გერმანულმა სამხედრო სამეთაურო სამებამ კი გერმანული მანევრული ომი მიაბა ქალაქებს და სამრეწველო ობიექტებს ( მოგვიანებით კი სიტუაცია კიდე უფრო დაამძიმა ბრძანებით არც ერთი ნაბიჯი უკან), რის გამოც ვერმახტმა დაკარგა თავისი მთავარი კოზირი, დიდ სივრცეებზე მანევრული ომის წარმოება ყოველგვარი გეოგრაფიული პუნქტებზე მიბმის გარეშე. შედეგი შესაბამისი დადგა, რესურსების ( ფინანსურ, ეკონომიკური და ადამიანური) უპირატესობამ მოკავშირეები ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა. გარდა ამისა სამხედრო საქმეს აქვს გენეტიკური მარკერებიც, რომელიღაცა ერს რაღაც სეუძლია და მეორეს არა, მაგალითად ჰაიდუკებს, უნგრელ ქვეითებს, შეეძლოთ 10 რიგიან ხაზში ებრძოლათ და როდესაც 10-მწკრივი გაისროდა, მიწაზე ეცემოდნენ, რომ მოწინააღმდეგის ცეცხლს ნაკლები ზარალი მიეყენებია, შემდეგ წამოდგებოდნენ და ბრძოლა გრძელდებოდა, ასა არ და ვერ აკეთებდა პრუსიული ( არც სხვა გერმანული არმიები), იმიტომ რომ არ არსებობდა ძალა, რომელიც ამ არმიების ქვეითებს დაცემის შემდეგ აიძულებდა წამომდგარიყო, მით უმეტეს მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ, არა და მორჩა, არც წვრთნა შველოდა და არც სასჯელი. მოკლედ, რუსეთის არმია თავისი სტრუქტურით, ტრადიციებით, გენეტიკური კოდით და რაც მთავარია უფროსებსა და ხელქვეითებს შორის მაღალი უნდობლობის გამო არის მოუქნელი და თუ მოწინააღმდეგე სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს და კარგად ახორციელებს მანევრებს, აწარმოებს ეფექტიან მანევრულ ომს, რუსეთის არმია ვერ უბამს მხარს, მოუქნელი ხდება და მარცხდება შეხების მთელ ზოლზე.
ამიტომ, უკრაინელებმა უნდა გამონახონ ძალა, აჯობონ საკუთარ თვს და უახლოეს დღეებში შესთავაზონ რუსებს მოულოდნელი კონცენტრირებული დარტყმა რომელიმე მიმართულებაზე, ნებისმიერზე, თუმცა დიდი ეფექტი ექნებოდა ქალაქ კურსისკენ მოძრაობის აღნიშვნას.
რაც არ უნდა ეფექტიანი იყოს ჰაიმარსების ზალპი, ატაკამსების დარყმები ან უპილოტოების შეტევები, გამარჯვებას სახმელეთო ქვედანაყოფების წინსვლა ჭედავს.
წარმატებები უკრაინას რუსეთის განადგურების საქმეში.”

თეგები: გიორგი თავდგირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved