• რეკლამა
  • კონტაქტი
15:43, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პეტრე მამრაძე „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ უერთდება

ალია ავტორი - ალია
11:38 07-23-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
453

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ არნახულმა გარე ზეწოლამ და ზოგადად, საქართველოსადმი ეგრეთწოდებული პარტნიორების დამოკიდებულებამ ბევრი დასკვნის გაკეთების საშუალება მოგვცა, – ამის შესახებ პეტრე მამრაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ავრცელებს.

როგორც მამრაძე აღნიშნავს, აუცილებელია, ქართველმა ხალხმა იცოდეს სიმართლე, რადგან არ გავხდეთ თავსმოხვეული პროპაგანდის და ცრუ ნარატივების მსხვერპლი, მისი თქმით, სწორედ ამიტომ უერთდება „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“.

„ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის, დასავლეთის პარტნიორების მხრიდან ნაცვლად თანადგომისა, ელემენტარული ანგარიშგაწევისა, სრულიად არამეგობრული, უსამართლო დამოკიდებულება და ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება. ცოტა ხნის წინათ, ევროპული ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ოპოზიციის მიტინგზე მივიდნენ, სცენაზე ავიდნენ და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ, თან აცხადებდნენ, რომ ევროგაერთიანებაში შესვლას მხოლოდ ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი გამჭვირვალეობის შესახებ უშლის ხელს – რაც აბსურდული ტყუილია!

ჩვენი ხელისუფლება კი ხალხს ისევ ჰპირდება, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება. ბევრჯერ მითქვამს – არც ევროკავშირში და არც ნატო-ში ჩვენი მიღება, 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული, საერთოდ არ განიხილება. დღეს დასავლეთის წამყვანი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები ბევრს წერენ დიდ სულიერ კრიზისზე და ლიბერალიზმის სწრაფ დეგრადაციაზე დასავლეთში; იმაზე, რომ დასავლელ პოლიტიკოსთა მოქმედება სულ უფრო კონტრპროდუქტიული ხდება; რომ ევროკავშირის მომავლის პროგნოზირება შეუძლებელი გახდა; წერენ (ვციტირებ), რომ საქართველოში გამჭვირვალეობის კანონის მიღების პროცესში ბრიუსელი ახორციელებდა „დაშინების თვალთმაქცურ, ორკესტრირებულ შეტევას საქართველოზე“, რომ მოხდა „აშშ-ს ამპარტავნული იმპერიალიზმის მთელი ძალით გამოვლინება საქართველოში“. მაგრამ დასავლეთის პოლიტიკოსები ყურად არ იღებენ საკუთარი ინტელექტუალების აზრს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც კი არად აგდებენ. ეს კი ავის მომასწავებელია!

ასეთ ვითარებაში ჩვენში არსებულმა ანტიეროვნულმა ძალებმა „პროდასავლურობის“ ნიღაბი მოირგეს და დასავლეთში თავისი ლობისტების დახმარებით დეზინფორმაციის მასობრივ კამპანიას ახორციელებენ. ამ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია საქართველოში ისეთი გაერთიანების არსებობა, როგორიც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოა“. აუცილებელია, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს სიმართლე, რადგან არ გავხდეთ მსხვერპლი თავსმოხვეული პროპაგანდის და ცრუ ნარატივების. სწორედ ამიტომ ვუერთდები მოძრაობას და ვიმედოვნებ, რომ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან საზოგადოების სიმართლით აღჭურვასა და ჩვენი ქვეყნის სამომავლო წარმატებაში“, – წერს პეტრე მამრაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved