• რეკლამა
  • კონტაქტი
13:36, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,კლანური მმართველობა” კვლავ მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევაა – საია

ალია ავტორი - ალია
14:35 07-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200

9 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის რიგით მე-12 მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდია განხილული.

მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა ე.წ. კვლავ “კლანური მმართველობაა“. ორწლიანი დაგვიანებით, პარლამენტმა არამოსამართლე წევრებად ისეთ კანდიდატებს დაუჭირა მხარი, რომ ამან, პლურალიზმის ნაცვლად, გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებას შეუწყო ხელი. დღემდე სხდომები დებატების და განსხვავებული აზრის გარეშე მიმდინარეობს.

ევროკომისიის რეკომენდაციაში საუბარია მართლმსაჯულების ყოვლისმომცველ რეფორმაზე, თუმცა შემუშავებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება ზედაპირული ხასიათის იყო და სისტემაში არსებული რეალური გამოწვევების მოგვარებას არ ემსახურებოდა.

სისტემაში არსებული საქმეთა გაჭიანურებისა და მოსამართლეთა ვაკანსიების მაღალი რიცხვის მიუხედავად იუსტიციის საბჭოს 2023 წელს პირველ და მეორე ინსტანციაში  კონკურსი არ გამოუცხადებია. სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინებაზე, მათ გადანაწილებაზე კოლეგია/პალატებში სრული კონტროლი აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს უფლებამოსილება სისტემის გასაკონტროლებლად მთავარი ბერკეტია მის ხელში.

კვლავ პრობლემად რჩება საბჭოში ე.წ. თავმჯდომარეების კვოტის არსებობა. საანგარიშო პერიოდში საბჭოს არჩეული 8 წევრიდან 4 იმავდროულად კოლეგია/პალატის თავმჯდომარეობას ითავსებდა.

დღემდე ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოება – საანგარიშო პერიოდში იუსტიციის საბჭომ მხოლოდ 1 სადისციპლინო სხდომა ჩაატარა. საჩივრების სიმრავლის მიუხედავად, რომელთა უმეტესობაც გაჭიანურებულ მართლმსაჯულებას ეხება, საბჭო არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც დისციპლინური სამართალწარმოების დროში გახანგრძლივების პირობებში ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლის ეფექტიანი ბერკეტია.

საანგარიშო პერიოდში ინფორმაციის საჯაროობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა. საიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, 2023 წელს საჯარო ინფორმაციის მისაღებად გაგზავნილ 8 წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ანგარიშის მიხედვით, პრობლემები სასამართლო სისტემაში არსებული კორპორატივიზმის მხრივაც იკვეთება. საია-ს თქმით, სასამართლო სისტემის მთავარი მაკონტროლებელი პირები გავლენიანი მოსამართლეები არიან, რომლებმაც, “ხელისუფლებასთან ალიანსში, სრულად მოირგეს მართლმსაჯულების სისტემა და ძირითადი ორგანო – იუსტიციის უმაღლესი საბჭო”.

ორგანიზაციამ მთავრობის მიერ სასამართლო რეფორმის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება შეაფასა. მონიტორინგის შედეგებით დადგინდა, რომ საანგარიშო პერიოდში შემუშავებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება ზედაპირული ხასიათის იყო, სასამართლო სისტემის რეალური გამოწვევების მოგვარებას არ ემსახურებოდა და, შესაბამისად, ევროკომისიის რეკომენდაციას ვერ ასრულებდა.

თეგები: საია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved