• რეკლამა
  • კონტაქტი
16:09, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოზარ სუბარი: სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადება ემსახურება ერთადერთ მიზანს – მოახდინონ ზეწოლა ქართველ ამომრჩეველზე

ალია ავტორი - ალია
12:46 07-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

„სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ზეწოლის მოხდენაა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ დასავლეთიდან საქართველოში გამოგზავნილი მთავარი მესიჯია – საქართველოს უნდა მართავდნენ მათი მარიონეტები.

მისივე თქმით, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადებით საქართველოს არაღირსეულად მოექცნენ.

„სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ზეწოლის მოხდენაა. გამოგზავნილია პირდაპირი მესიჯი – საქართველოს უნდა მართავდნენ მათი ყურმოჭრილი მარიონეტები, რომლებიც დაემორჩილებიან მათ ყველა ბრძანებას. სხვა ახსნა სწავლების გადადებას არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის შემდეგ, როცა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, სამხედრო სფეროში ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.

ნატოს წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ყველაზე დიდი კონტინგენტის გაგზავნის კუთხით საქართველო მეოთხე ადგილზეა. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას, რომლებიც ნატოს წევრები არიან და ნატოს ქოლგა იცავს, ჯამში გაგზავნილი ჰყავდა ერთი ოცეული და ეს მაშინ, როცა მთელი მისიის განმავლობაში ჩვენ მუდმივად გვყავდა 800-ზე მეტი ჯარისკაცი. რომ არა მისიაში ჩვენი ასეთი მონაწილეობა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ფინანსური კუთხით დამატებით მინიმუმ ორი მილიარდი დოლარით მეტი დაეხარჯებოდა. თუმცა, ფინანსური დანახარჯი, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანია იმ მსხვერპლთან შედარებით, რაც საქართველომ და ქართულმა ჯარმა გაიღო, როგორც დაღუპული მეომრების სახით, ისე იმ ადამიანებით, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს და მთელი ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობის პირებად დარჩნენ.

ჩვენ ეს მსხვერპლი ჩვენი პარტნიორობისთვის გავიღეთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა გადადებულ სამხედრო წვრთნებით, რომლის სახელწოდებაა „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოს ასე არაღირსეულად მოექცნენ.
გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს – ზეწოლა მოახდინონ ქართველ ამომრჩეველზე, რომ არჩევნებზე ხმა მისცენ იმ პარტიებს, რომლებიც თვალდახუჭულები ჩაებმებიან ნებისმიერ ომში, რომელსაც მათი პატრონები მოსთხოვენ. სხვა შემთხვევაში, აბსოლუტურად გაუგებარია ერთობლივი სწავლების გადადების მიზეზი, როცა წვრთნები ტარდება ჩვენს მეზობელ და მეგობარ სომხეთში, რომელიც დღემდე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია.
სამწუხაროდ, არათანასწორი დამოკიდებულების სხვა არაერთი მაგალითი გვაქვს. მაგალითად, გვეუბნებიან, თითქოს მოლდოვა საქართველოსთან შედარებით დაწინაურებულია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შეგახსენებთ, მოლდოვა დღესაც დსთ-ს წევრი ქვეყანაა, აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ამ სივრცესთან და რაც მთავარია, პირდაპირ უწერია კონსტიტუციაში, რომ არ გახდება არცერთი სამხედრო ბლოკის წევრი, რაც ავტომატურად გამორიცხავს ნატოს წევრობას.

რაც შეეხება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებთან თავსებადობას – კორუფციის დონით, ადამიანის უფლებების დაცვით, ბიუჯეტის გამჭვირვალობით და ბევრი სხვა ასპექტით, ანუ ყველა იმ პუნქტში, რაც ევროკავშირის ღირებულებებს ასახავს, ნებისმიერი საერთაშორისო რეიტინგის თანახმად მოლდოვა ორჯერ და სამჯერ ჩამორჩება საქართველოს ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved