• რეკლამა
  • კონტაქტი
08:54, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს

ალია ავტორი - ალია
11:18 06-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია.

დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული.

“პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების, ასევე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გასაღების, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2004 წელს დაბადებული ნ.რ., 1987 წელს დაბადებული ვ.ბ., 1987 წელს დაბადებული თ.მ., 2001 წელს დაბადებული ნ.ტ.; 2003 წელს დაბადებული თ.პ.; 2003 წელს დაბადებული გ.ზ.; 1988 წელს დაბადებული დ.ა.; 2002 წელს დაბადებული ა.შ.; 2002 წელს დაბადებული შ.ბ. და წარსულში ნასამართლევი: 1988 წელს დაბადებული ს.ბ.; 1990 წელს დაბადებული გ.მ.;

უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1973 წელს დაბადებული მ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.ი., 1988 წელს დაბადებული ლ.გ. და 1993 წელს დაბადებული დ.პ.დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და გატანის, უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ს.ა., 1992 წელს დაბადებული რ. ბ.; 1960 წელს დაბადებული გ.რ.; 1975 წელს დაბადებული ნ.ა.; 2001 წელს დაბადებული ლ.ბ.; 1995 წელს დაბადებული რ.ქ.; 1954 წელს დაბადებული გ.პ. და წარსულში ნასამართლევი: 1975 წელს დაბადებული ზ.ბ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1994 წელს დაბადებული ი.კ.; 1968 წელს დაბადებული ა.ზ.; 1968 წელს დაბადებული ჰ.რ., 1986 წელს დაბადებული ჰ.გ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მორფინი“, „თებაინი“, „კოდეინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „კლეფედრონი“, „მეტამფეტამინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა“.

ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული და ელექსტრო სასწორები ამოიღო.

ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved