• რეკლამა
  • კონტაქტი
12:57, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, უბრალოდ ბოკუჩავას ხაბეიშვილისგან განსხვავებით შეუძლია ინგლისურადაც დაიჩივლოს უცხოელ პატრონებთან – ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:08 06-08-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

„ლევან ხაბეიშვილს უთხრეს, რომ ის არაფრის გამკეთებელია, მისი უაზრო ჭიჭყინი და კედელზე თავის რახუნი, შედეგს არ იძლევა. ამიტომ მის ადგილს დაიკავებს „გაწონასწორებული, მშვიდი, კონსტრუქციული, პოლიტიკაში უაღრესად გათვითცნობიერებული” თინათინ ბოკუჩავა. რეალურად არაფერი ისეთი არ მომხდარა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, უბრალოდ ბოკუჩავას ხაბეიშვილისგან განსხვავებით შეუძლია ინგლისურადაც დაიჩივლოს უცხოელ პატრონებთან”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ამერიკელების მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე გამოცხადებულმა სანქციებმა, ისე დააბნია ნაცმოძრაობა, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბები გველის.

„აი, პირველი, თვით სანქცირებული ოპოზიციიდან: ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან გადადგა, გადადგა მას მერე, რაც შეასრულა ყველა ის დაპირება, რაც მან თავის მხარდამჭერებს მისცა, სასტიკად დაამარცხა “ქართული ოცნების” ხელისუფლება, თავით შეანგრია საავადმყოფოს კედელი, კბილებამდე შეიარაღებულ მცველებს ხელიდან გამოგლიჯა და გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილი, ჩაიბარა რა ხელისუფლება, საქართველო დაჩქარებული წესით გააწევრიანა ნატოსა და ევროკავშირში.

ახლა კი სერიოზულად, ლევან ხაბეიშვილს უთხრეს, რომ ის არაფრის გამკეთებელია, მისი უაზრო ჭიჭყინი და კედელზე თავის რახუნი, შედეგს არ იძლევა. ამიტომ მის ადგილს დაიკავებს „გაწონასწორებული, მშვიდი, კონსტრუქციული, პოლიტიკაში უაღრესად გათვითცნობიერებული” თინათინ ბოკუჩავა. რეალურად არაფერი ისეთი არ მომხდარა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, უბრალოდ ბოკუჩავას ხაბეიშვილისგან განსხვავებით შეუძლია ინგლისურადაც დაიჩივლოს უცხოელ პატრონებთან, მაგალითად როგორ გააყალბეს არჩევნები, ან პოლიციელებზე თავდასხმის შემთხვევაში, დაკავებამდე იკივლოს ხელი გამიშვით ქალი ვარო… როგორც ბრიფინგზე ითქვა, ეს გადანაცვლება სააკაშვილთანაც შეთანხმებულიაო, აკი სოფო ჯაფარიძე უნდა ყოფილიყო სიის პირველი ნომერი? თუმცა ამერიკელების მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე გამოცხადებულმა სანქციებმა ისე დააბნია ნაცმოძრაობა, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბები გველის. მაშ ასე, გილოცავთ ოპოზიციაში ახალი იდეებისა და მხიარულების დაწყებას!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved