• რეკლამა
  • კონტაქტი
10:03, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე – არიან ერთი ფოტოგრაფის იმედზე, რომელიც ცდილობს, რომ გააბევროს აქციის მონაწილეები და გაბევრებული წარმოაჩინოს

ალია ავტორი - ალია
12:42 06-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

მოკლედ, არიან ერთი ფოტოგრაფის იმედზე (სახელი დამავიწყდა), რომელიც შემდეგ ცდილობს, რომ რაღაცნაირად გააბევროს აქციის მონაწილეები და გაბევრებული წარმოაჩინოს. ამის იმედზე არის დღეს რადიკალური ოპოზიცია, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ,შალვა პაპუაშვილმა პარლამენტთან ჩატარებული საქველმოქმედო აქცია-კონცერტი.

რაც შეეხება მუხტს, პაპუაშვილის აზრით, სინამდვილეში არანაირი მუხტი არც არსებობდა.

„ისტერიაში არიან, ამიტომ არიან გადასული მუქარაზე, ტერორზე. ევროპის სახელით საქართველოში 21-ე საუკუნეში ტერორით არის დაკავებული ის ხალხი, რომელიც თავის თავს ასოცირებს ევროპასთან, რომელიც მათ შორის ფინანსდება ევროპული და ამერიკული ფონდებიდან და ამ ხალხისგან დღეს, ჩვენ ვხედავთ ტერორს. სინამდვილეში არანაირი მუხტი, ამ მხრივ, არც არსებობდა. არსებობდა დეზინფორმაციის ნიაღვარი, რომელიც ძირითადად განპირობებული იყო გარედან წამოსული დეზინფორმაციული კამპანიისა ქართული კანონის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამან გარკვეული ემოციური განწყობები შექმნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კანონთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან საჯარო დისკუსიის შესაძლებლობა მიეცა ყველას: უცხოელს, დიპლომატს, უცხოელ პოლიტიკოსებს, შიგნით ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს, მოქალაქეებს, თუმცა „ქართული ოცნება“ ყველა ჯერზე უარს იღებდა.

„ყოველ ჯერზე ვიღებდით უარს და ცალმხრივ პროპაგანდისტულ სლოგანებს და იარლიყების მიწებებას ამ კანონთან დაკავშირებით. ამიტომ, თვითონ დრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომელიც საქართველოში ყოველთვის მოქმედებს, თუკი ხარ სიმართლის მხარეს, ამას შეიძლება დასჭირდეს გარკვეული დრო იმისათვის, რომ სიმართლემ თავი გაიტანოს, მაგრამ ის აუცილებლად თავს გაიტანს. ამას შეიძლება დასჭირდეს დღეები, თვეები, მაგრამ სიმართლეს თავისი თავი ყოველთვის გააქვს. ეს, ასე მოხდა სანქციების დაწესება-არადაწესების კამპანიაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდიოდა. ასე მოხდა მიხეილ სააკაშვილის წამება-არწამების ყალბ კამპანიაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდიოდა და ასე მოხდა ახლაც. სამივე კამპანიაში ჩართული იყვნენ უცხოელი და ადგილობრივი აქტორები, იყო აბსოლუტურად სინქრონული მოქმედება. სამივე ჯერზე სიმართლემ თავისი თავი გაიტანა ადამ ქვეყნის არევის შესაძლებლობა არავის მიეცა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved