• რეკლამა
  • კონტაქტი
16:44, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშას ახლობელი და მეგობარი არასოდეს ვყოფილვარ – დევნილი ვიყავი მთელი მისი მმართველობის პერიოდი” – ვიქტორ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
13:32 06-01-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,087

პარტია „ხალხის ძალის„ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს, თითქოს ის სააკაშვილის მმართველობის დროს, პრეზიდენტთან დაახლოებული პირი იყო.

დეპუტატის განმარტებით, სააკაშვილთან კვეთა ჯერ 2005 წელს ჰქონდა, როდესაც აეროპორტიდან უშგულში, შემდეგ კი, უკან აეროპორტში წაიყვანა. მეორედ კი, მაშინ როდესაც უკრაინის იმჟამინდელი პრეზიდენტი, იუშჩენკო სვანეთს სტუმრობდა, თუმცა სააკაშვილთან ერთად არც სუფრასთან ყოფილა და არც რაიმე სხვა გარემოებაში.

ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით კირკიტაძე და თემურ ჯანაშია არიან ის პირები, რომელთაც ამის დადასტურება შეუძლიათ.

„გუშინ ჟურნალისტებს ვესაუბრე პარლამენტში, თუმცა ჩემი ნათქვამი მთავარმა და სხვა ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ისე გააშუქეს, როგორც მათ სურდათ. ყველაზე დიდი, თითქოსდა კომპრომატი ჩემზე აქვთ ის, რომ თურმე, მესტიაში სააკაშვილს შევხვედრილვარ 2004-2005 წელებში. კი ბატონო, 2005 წელს მანქანით აეროპორტიდან მესტიამდე ჩამოვიყვანე და შემდეგ ისევ აეროპორტში მივიყვანე.

საქართველოს პარლამენტში არის თემურ ჯანაშია, სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, იქვე იყვნენ ხაბეიშვილი და ხაჯიშვილი, როცა თემურ ჯანაშიას ვკითხე, ოდესმე თუ ვუნახივარ სააკაშვილთან ერთად სუფრაზე, ან სადმე, რაზეც მიპასუხა არაო. ვუთხარი, გამოსულიყო და ეთქვა ეს ღიად, რაზეც მიპასუხა არავის უკითხავს და მე რანაირად ვთქვაო.

მეორე ამბავსაც მოვყვები. უკრაინის პრეზიდენტი, ბატონი იუშჩენკო იყო ჩამოსული უშგულში, სუფრა იყო გაშლილი. ბატონი დავით კირკიტაძე მოვიდა და მიმიწვია სუფრაზე, თუმცა მე კატეგორიული უარი ვუთხარი. დღეს დავურეკე ბატონ დავითს და ვუთხარი, რომ ამ ამბავს დღეს ტელევიზიით ვიტყოდი. კირკიტაძემ მითხრა, ვისაც უნდა მოვიდეს და დავუდასტურებ ამ ფაქტსო. ასე რომ, მე მიშას ახლობელი და მეგობარი არასოდეს ვყოფილვარ. როგორ ვიქნებოდი მისი ახლობელი, დევნილი ვიყავი მთელი მისი მმართველობის პერიოდი“, – განმარტა ჯაფარიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved