“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ხელმოსაწერად პრეზიდენტს 4 დღე რჩება. უარის შემთხვევაში, კანონს ხელს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ოთხ დღეში, კანონი რომელმაც ორთვიანი უწყვეტი პროტესტი გამოიწვია, ძალაში შევა.
ამის შემდეგ, 60 დღის ვადაში, უნდა შეიქმნას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა” რეესტრი, სადაც ყველა ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია მოხვდება, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა დაფინანსებული. თუ ასეთი ორგანიზაციები 1 თვის ვადაში ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდებიან, მათ იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმებს და თავად დაარეგისტრირებს.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტო საპარლამენტო უმრავლესობამ 28 მაისს დაძლია.
კომენტარები