• რეკლამა
  • კონტაქტი
06:38, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საერთოდ ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რატომ უნდა იყოს სანქციები დაწესებული, რის გამო? უფრო ძლიერები არიან, უფრო დიდი სახელმწიფოა და დაგვჩაგრონ? – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
16:13 05-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

საერთოდ ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რატომ უნდა იყოს სანქციები დაწესებული, რის გამო? აი, ახსნას ვინმემ, რის გამო? უფრო ძლიერები არიან, უფრო დიდი სახელმწიფოა და დაგვჩაგრონ? – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, პარტნიორი ქვეყნებისგან ჩვენი სახელმწიფოს საქმეებში ჩარევა ურთიერთობებისთვის მძიმე და დამაზიანებელია.

„მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, აბსოლუტურად გაუგებარია სანქციების ნაწილი, რომელიც მიმოსვლასთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული, რის გამო? რომ ქვეყანაში, პარლამენტი, რომელიც ქვეყნის უმრავლესობამ აირჩია, კანონს იღებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, გამჭვირვალობას ეხება? როდესაც ამაზე ზემოქმედებას ახორციელებ, მაშინ ჩვენ არც მეგობრები არ ვყოფილვართ, არც პარტნიორები, მტრები ვყოფილვართ, ასე გამოდის, ეს ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდია, რადგან მოსახლეობას მიაჩნია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი, პარტნიორი ქვეყანა. ამ ტიპის ჩარევები ძალიან მძიმეა და ამ ურთიერთობებისთვის ძალიან დამაზიანებელია. ამიტომ ვახსენე, რომ აღნიშნული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას… რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით მეგობრობას, პარტნიორობას, ჯანსაღ ურთიერთობებს, მაგრამ რაც ბოლოს ხდება კონკრეტული ქმედებები, ეს არ არის, არც პარტნიორობა, არც მეგობრობა და ვფიქრობ, ამ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს დღეს, გადატვირთვა სჭირდება და საჭიროებს გადატვირთვას…

ნამდვილად გულდასაწყვეტია ამგვარი და ამ ტიპის დამოკიდებულებაა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, მაგრამ ესეც ჩვენი ბრალია არამხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების, ბოლო ათეული წლების განმავლობაში რაც ხდებოდა, რა დამოკიდებულებაც იყო. საკუთარი თავის ფასი არ ვიცით ჩვენ და საკუთარ ქვეყანას არ ვაფასებთ, საკუთარ სამშობლოს არ ვაფასებთ და რა თქმა უნდა, უნდა სხვასაც, იგივე დამოკიდებულება ექნება. შენ თუ შენს ქვეყანას, შენს სამშობლოს არ აფასებ, სხვისი მხრიდანაც იგივე დამოკიდებულება იქნება და შედეგიც სახეზე გვაქვს, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება მერწმუნეთ. წარმოუდგენელია, თუ საფრანგეთისთვის შეიძლება ასეთი და უფრო მძაფრი კანონის მიღება, რატომ არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ძალიან უწყინარი კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს – გამჭვირვალობას, ან როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ცუდი იყოს და ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მომავალს, წარმოუდგენელია, უბრალოდ.

საერთოდ ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რატომ უნდა იყოს სანქციები დაწესებული, რის გამო, აი, ახსნას ვინმემ, რის გამო? უფრო ძლიერები არიან, უფრო დიდი სახელმწიფოა და დაგვჩაგრონ? დაჩაგრონ სახელმწიფო, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქცეოდნენ? კი ბატონო, გააკეთონ, ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ? ვინმეს ასე წარმოუდგენია? და მეორე ფრონტი გაჩნდება ქვეყანაში?“ – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რომ ეს სანქციები ლიდერების ოჯახის წევრებზეც გათვალისწინებულია, კალაძე პასუხობს, რომ ამას „როგორმე გადაიტანენ“.

„გადავიტანთ როგორმე, გადავიტანთ. ისეთი რთული პერიოდი გამოვიარეთ, როგორიც იყო მაგალითად, პანდემია, როდესაც ყველანაირი გადაადგილება შეზღუდული გვქონდა, ყველაფერს გავუძლებთ. როცა ქვეყანაზეა საუბარი, მეც, ჩემი ოჯახის წევრები, თანამდებობის პირები ყველაფერს გავუძლებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ის პროცესები მოხდეს, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება.

ქვეყანას დასანქცირების საფრთხე არ ემუქრება. მე იმედი მაქვს, ჩვენ არ მივალთ ამ დონემდე, მოხდება ურთიერთობების გახედვა, გადატვირთვა და ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, როგორც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს. არ ინერვიულოთ, ყველაფერი იქნება მაგრად“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved