• რეკლამა
  • კონტაქტი
07:56, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასოწარკვეთაში ვვარდები, როცა ლაპარაკობენ პარტიულ განსხვავებებზე, მზად ვართ ნებისმიერი დათმობისთვის, ნეიტრალური ნომერი, საერთო სია, ასეთი სიმშვიდე, როგორც მთავრობას უნდა, სასაფლაოზეა – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:47 05-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
668

,,მე არ მესმის და სასოწარკვეთაში ვვარდები ხოლმე, როდესაც იწყებენ ლაპარაკს ისევ პარტიულ განსხვავებებზე. მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია, ქვეყანას ვკარგავთ. საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე, ვის გაახსენდება თქვენი პარტიები და პროგრამები”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მორიგ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს მთავარია ერთობა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ყველა თაობამ უნდა აიღოს.

„როგორც არასდროს, ჩვენ დღეს გვჭირდება ყველა განსხვავების, ყველა წყენის, ყველაფრის დავიწყება. მინდა, ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ყოველთვის ხმას აძლევდა ივანიშვილს – ერკემალი მიდის წინ და ცხვრებს მიერეკება პირდაპირ უფსკრულისკენ. გამოეყავით ამ ფარას, ნუ იქნებით ცხვრები და ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ ხედავთ მომავალ საქართველოს. ამის გარეშე არაფერი გამოვა. როგორ ხედავთ თქვენ განვითარებას თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, თუ ქვეყანაზე არ ფიქრობთ, თქვენს თავზე იფიქრეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანაზე ფიქრობთ და ქვეყანა გიყვართ. მინდა, ყველას ვუთხრა, როდესაც არ გვქონდა ერთობა, შევარდნაძე იძულებული იყო და ქვეყანა შეიყვანა დსთ-ში. უბრალოდ მაშინ რუსეთი არ იყო საკმარისად ძლიერი, რომ მთლიანად ჩავეყლაპეთ და ახლა უკვე ჩაგვყლაპავს. შემდეგ ჩვენ რომ მოვედით ხელისუფლებაში, ორ წელიწადში საქართველოში ჩამოვიყვანე ჯორჯ ბუში, რომელიც ცეკვავდა საქართველოს მოედნებზე. შემდეგ ჩვენ გამოვედით დსთ-დან და მთლიანად დავშალეთ ეს ორგანიზაცია. საქართველომ დაშალა, საქართველო იყო სუბიექტი. ჩემი ფილოსოფია არის, რომ თითოეული მოქალაქე უნდა იყოს სუბიექტი საკუთარ ქვეყანაში თავისი ბედის განკარგვის და თავისი ქვეყნის ბედის განკარგვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობას ნაბიჯების გადადგმას ერთიანი, მტკიცე ძალა აიძულებს.

„ჩემი მოწოდება არის ერთიანობისკენ. ჩვენ ვართ მზად, ნებისმიერ დათმობაზე წავიდეთ, ყველაფრის გვერდზე დადებისკენ – ნეიტრალური ნომერი, საერთო სია. ყველამ უნდა გავაგონოთ საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს, რადგან მსოფლიო აღტაცებით უყურებს საქართველოს. რამდენადაც ჩვენ ვიქნებით აქტიური, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება. ერთიანი, მტკიცე ძალა არის ის, რაც აიძულებს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები. მათ უკვე გვითხრეს, რომ ქვეყანა უნდა დაამშვიდონ. ქვეყნის დამშვიდება ეს არის დიქტატურის ახალი განმარტება. ასეთი სიმშვიდე, როგორც მათ უნდათ, სასაფლაოზეა. მათ უნდათ საქართველოს მოკვლა და ამგვარი დამშვიდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved