• რეკლამა
  • კონტაქტი
12:55, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს მთავრობას არსებული კანონის გაუქმებას – ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
11:23 05-22-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

ვენეციის კომისიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა. კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ რეკომენდაციებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა:

“გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრებები კანონზე. შემაჯამებელი დასკვნები ასეთია:

  1. კანონი პარლამენტმა მიიღო პროცედურით, რომელიც არ ტოვებდა ადგილს რეალური განხილვისა და არსებითი დიალოგისთვის. მან უგულებელყო ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხილი. კანონის მიღების პროცედურა არ აკმაყოფილებდა დემოკრატიული კანონშემოქმედების სტანდარტს;
  2. კანონის მუხლები შეუთავსებელია თანასწორობის, გამოხატვის, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებთან. ის არ აკმაყოფილებს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს;
  3. უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად სახელდება, რეგისტრაციისა და ანგარიშგების რთული პროცედურები ძირს უთხრის ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობას, სანდოობასა და ეფექტიან ფუნციონირებას;
  4. კანონი შეიცავს რისკს გააჩუმოს ის ორგანიზაციები და მედიები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ;
  5. ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას რეგისტრაციაზე, რეპორტინგის სისტემაზე, მონაცემების საჯაროდ გამჟღავნებასა და ჯარიმებზე. არ არსებობს დამაჯერებელი ახსნა, რატომ არ არის საკმარისი საქართველოს კანონმდებლობაში აქამდე არსებული მექანიზმები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაშიც კი თუ გაჩნდება ასეთი არგუმენტები, ხელისუფლებამ უკვე არსებულ კანონმდებლობაში უნდა შეიტანოს ცვლილებები. ცვლილებები უნდა იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

საბოლოოდ, ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს მთავრობას არსებული კანონის გაუქმებას”, – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved