• რეკლამა
  • კონტაქტი
01:03, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს ევროპაში ყველაზე მეტი უქმე დღე აქვს

ალია ავტორი - ალია
10:00 05-22-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

საქართველოს ევროპაში ყველაზე მეტი უქმე დღე აქვს. მიზეზი მთავრობის 30 აპრილისა და 15 მაისის დადგენილებებია, რის საფუძველზეც, ჯერ 7,8,10 მაისი გამოცხადდა უქმე დღედ, შემდეგ კი 2024 წლის 17 მაისი(ოჯახის სიწმინდის დღე). ოფიციალურად, შრომითი კოდექსის თანახმად დასვენებებისთვის წელიწადში 17 დღე არის გამოყოფილი, მაგრამ წელს მათი რაოდენობა 21-მდე არის გაზრდილი, რაც ევროპის მასშტაბით რეკორდული მაჩვენებელია.

ცნობისთვის, საფრანგეთში ოფიციალურად 11 დასვენების დღე არის, მაგალითად ახალი წლის (1 იანვარი), შობის (25 დეკემბერი), ბასტილიის აღების 14 ივლისი) და ა.შ. საფრანგეთის არდადეგები მეტწილად ქვეყნის ძლიერ კათოლიკურ მემკვიდრეობას და ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება, ამის ნათელი მაგალითი სწორედ ბასტილიის დღეა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციას აღნიშნავს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა.

გერმანიაში სახალხო არდადეგების საერთო რაოდენობა 9-13 დღეა და ფედერალური მიწების მიხედვით მერყეობს. ახალი წლისა და შობის გარდა აღსანიშნავია გერმანიის ერთიანობის დღე (3 ოქტომბერი). ამ შემიხვევა ეროვნული და რეგიონული დღესასწაულების ნაზავთან გვაქვს საქმე, რომლებიც ქვეყნის თანამედროვე ისტორიასთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირშია.

იტალიაში საჯარო არდადეგების რაოდენობა ოფიციალურად 12-ს შეადგენს, საერთო დღესასწაულების გარდა აღსანიშნავია გათავისუფლების დღე (25 აპრილი). დღესასწაულების უმრავლესობა წმინდანებსა და რელიგიურ მოვლენებს, ხოლო განთავისუფლების დღე კი იტალიაში ნაცისტური ოკუპაციის დასასრულს უკავშირდება.

ესპანეთში დასვენებისთვის 14 დღეა დათმობილი. ქრისტიანული დღესასწაულების გარდა, განსაკუთრებით აღნიშნავენ ესპანეთის ეროვნულ დღეს (12 ოქტომბერი). ეროვნული დღე კოლუმბის მიერ, ამერიკის აღმოჩენას უკავშირდება.

დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 8 სახალხო არდადეგების დღეა. ისინი მოიცავს ტრადიციულ ქრისტიანულ დღესასწაულებს და ზოგიერთ უნიკალურ ბრიტანულ კალენდარს, როგორიცაა მაგალითად Boxing day. მიუხედავად უცნაური სახელისა, იგი საბანკო დღესასწაულია და არაა დაკავშირებული რაიმე ისტორიულ თუ რელიგიურ მოვლენასთან.

აქედან გამომდინარე საქართველოს უფრო მეტი სახალხო არდადეგები აქვს, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოს (8) და საფრანგეთს (11), შედარებით უფრო ახლოს ვართ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ესპანეთი (14) და იტალია (12). როგორც უკვე აღინიშნა გერმანიის არდადეგების რაოდენობა შტატებში განსხვავებულია, მაგრამ ყველაზე დიდსულოვან შტატებშიც კი, სულ 13 დასვენების დღეა, რაც ჩამორჩება საქართველოს მაჩვენებელს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved