• რეკლამა
  • კონტაქტი
20:41, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კურტ ვოლკერი – კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის პროვინცია გახდება

ალია ავტორი - ალია
13:03 05-18-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,571

საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი წერილს აქვეყნებს.

„გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში, როცა მთავრობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მისაღებად წინ მიიწევდა და პოლიტიკურ ოპონენტებს სცემდა, მოსახლეობა მასშტაბური საპროტესტო აქციებით ქუჩებში გამოვიდა, მე ამ საკითხის ყველა მხარის წარმომადგენელ ბევრ მეგობარს ვესაუბრე. და საბოლოოდ? ხელისუფლება ძალიან შორს წავიდა და მან კურსი უნდა შეცვალოს. კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის პროვინცია გახდება“, – წერს კურტ ვოლკერი.

წერილში კურტ ვოლკერი აღნიშნავს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და დანარჩენი მსოფლიო მის დაშლასა და მარცხს ძნელად შეამჩნევს, ამიტომ ერთმანეთთან ბრძოლის ნაცვლად ერთად მუშაობაა საჭირო.

„ჩემს მეგობრებს მმართველი პარტიიდან, „ქართული ოცნებიდან“: რატომ ცდილობთ თავისუფლებისმოყვარე მოსახლეობას თქვენი ნება მოახვიოთ? თქვენ გულის სიღრმეში იცით, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი გამჭვირვალობის შესახებ არ არის, არამედ მისი მიზანი ზოგიერთი თქვენი თანამოქალაქისთვის მოღალატის იარლიყის მიწებებაა, როდესაც თქვენ იცით, რომ ისინი მოღალატეები არ არიან. თქვენ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების მიღწევა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებით შეგეძლოთ. რატომ აგრძელებთ ამის გაკეთებას? რატომ არ მუშაობენ ქართველი პოლიტიკური ლიდერები, განურჩევლად მათი პარტიული კუთვნილებისა, ერთობლივი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ?

ჩემს ოპოზიციონერ მეგობრებს: რატომ ითხოვენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაჟინებით იმას, რომ გაერთიანების ნაცვლად, ყველას საკუთარი პარტია ჰქონდეს? რატომ დგანან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკოსები ერთმანეთისგან შორის, მაშინ, როცა ისინი ერთად ქართული საზოგადოების მრავალფეროვნებას წარმოადგენენ? პოლიტიკაში „სიწმინდე“ არ არსებობს. ადამიანები ბუნებით არასრულყოფილები არიან. თუმცა, ერთად მუშაობით, მათ იმის მიღწევა შეუძლიათ, რისი მარტო გაკეთებაც შეუძლებელია“, – ნათქვამია კურტ ვოლკერის წერილში.

კურტ ვოლკერი ხაზს უსვამს იმას, რომ ქართველ ხალხს მომავალი სჭირდება და არა ბრძოლა და ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, რომ ოპონენტების დემონიზაცია შეწყვიტონ.

„ამავდროულად, იმუშავეთ საერთო მიზნისკენ, რომ ააშენოთ ის დიდებული სახელმწიფო, რომელიც საქართველო ოდესღაც იყო და შეიძლება კვლავ გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. ქვეყანა პირველ რიგში, როგორც ამას ჯონ მაკკეინი იტყოდა“, – აცხადებს კურტ ვოლკერი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved