• რეკლამა
  • კონტაქტი
17:55, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

11 სენატორი: კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას აშშ-სთან

ალია ავტორი - ალია
00:33 05-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

11 ამერიკელი სენატორი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთბულ შტატებთან, ასევე, დააზარალებს EU-ის წევრობის მისწრაფებას.

“ეს არის ბნელი დღე ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული ტიპის უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით. ეს კენჭისყრა ასობით ათასი ქართველის სურვილის დარღვევაა, რომლებიც აგრძელებენ კანონმდებლობის წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტს. ეს არა მხოლოდ გამოყენებული იქნება სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად, არამედ ხელს შეუშლის დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. ამ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და დააზარალებს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებს.

როგორც ჩვენ გავაფრთხილეთ პრემიერ-მინისტრი კობახიძე, მისადმი გაგზავნი წერილში, ამ კანონპროექტის მიღება აიძულებს კონგრესს განიხილოს ამერიკის პოლიტიკაში ცვლილება საქართველოს მიმართ, იმისთვის, რათა ასახოს ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში.

როგორც ადრე გავაფრთხილეთ, ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს პასუხისმგებელ პირებზე დემოკრატიის, ვიზების აკრძალვისა და აშშ-ს პირდაპირი დახმარების გადახედვისთვის. როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც ღრმად არიან სიმპათიით განწყობილნი ქართველი ხალხის მიმართ და მხარს ვუჭერთ მყარ ორპარტიულ და ორმხრივ კავშირებს, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის 79%-ის მხარდაჭერას. თანმიმდევრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის წევრობას და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბნელი დღეა ქვეყნის ისტორიაში, ჩვენ კვლავაც გვჯერა ქართველი ხალხის, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ სენატორები: ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი კრის კუნსი დიკ დურბინი როჯერ ვიკერი ტიმ კეინთი რიჩარდ ბლუმენტალი პიტ რიკეტსი ლინდსი გრემი ტომ ტილისმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved