• რეკლამა
  • კონტაქტი
02:38, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები” – ომბუდსმენის მორიგი განცხადება

ალია ავტორი - ალია
12:20 05-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, იკ­ვე­თე­ბა მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კოს­თა მხრი­დან, ბავ­შვე­ბი­სად­მი მას­ტიგ­მა­ტი­ზე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ასე­ვე, უაღ­რე­სად მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის, ასე­ვე, ოპო­ზი­ცი­უ­რი და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი გახ­დნენ მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ად­რე­სა­ტე­ბი, – ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­საც ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის მი­მართ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე დევ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ავ­რცე­ლებს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურს, შე­ის­წავ­ლონ არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვის თი­თო­ე­უ­ლი ფაქ­ტი და გა­ა­ტა­რონ ყვე­ლა შე­საძ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა შემ­თხვე­ვებ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი და ბავ­შვზე მორ­გე­ბუ­ლი მიდ­გო­მით რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით.
“სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი გმობს მიმ­დი­ნა­რე დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბის, ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და მათ მი­მართ გა­მოთ­ქმულ მუ­ქა­რას, სი­ძულ­ვი­ლის ენის შემ­ცველ და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ მი­მარ­თვებს. შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, იკ­ვე­თე­ბა მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კოს­თა მხრი­დან, ბავ­შვე­ბი­სად­მი მას­ტიგ­მა­ტი­ზე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ასე­ვე, უაღ­რე­სად მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის, ასე­ვე, ოპო­ზი­ცი­უ­რი და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი გახ­დნენ მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ად­რე­სა­ტე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს, არის ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი და წარ­მო­შობს ბავ­შვე­ბი­სად­მი ძა­ლა­დო­ბის მა­ღალ რისკს.

სა­ხელ­მწი­ფოს პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნოს თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბა და გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის, გა­მო­ი­ყე­ნოს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს თი­თო­ე­უ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის ყო­ველ­მხრი­ვი დაც­ვა.

ამას­თან, არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ღი­რე­ბუ­ლე­ბას და თი­თო­ე­უ­ლი პი­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ი­თა და ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბით. არას­რულ­წლო­ვა­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი, და­ა­ფიქ­სი­რონ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ და ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში. უკი­დუ­რე­სად და­უშ­ვე­ბე­ლია ამ უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბი­სას ისი­ნი გახ­დნენ თავ­დას­ხმის ად­რე­სა­ტე­ბი.

რო­დე­საც არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბით, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იმოქ­მე­დოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით და გა­ა­ტა­როს სა­თა­ნა­დო, პრე­ვენ­ცი­უ­ლი და და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მათი უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად. კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე პირ­ველ რიგ­ში, უნდა შე­ფას­დეს, რა გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნულს ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურს, შე­ის­წავ­ლონ არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვის თი­თო­ე­უ­ლი ფაქ­ტი და გა­ა­ტა­რონ ყვე­ლა შე­საძ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა შემ­თხვე­ვებ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი და ბავ­შვზე მორ­გე­ბუ­ლი მიდ­გო­მით რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით“, – ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved