• რეკლამა
  • კონტაქტი
22:20, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არ ვიცნობდე მაინც ამ ჩინოვნიკების უმეტესობას, ცოტა ხნის წინ ხობის ბაზარზე ნაყიდი ნახმარი საცვლებით დადიოდნენ და დღეს 20 და 25 ათასევროიანი პიჯაკები და კაბები აცვიათ“ – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
19:17 05-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,007

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.

– ბატონო სანდრო, ძალიან აირია ქვეყანაში სიტუაცია ხელისუფლების მიერ „აგენტების კანონის“ ხელახლა შემოტანით.  ხალხი ურთიერთდაპირისპირებულია და ორივე მხარე მზად არის, ერთმანეთი გაგლიჯონ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რაში დასჭირდა ხელისუფლებას სიტაციის ასე გამწვავება?

შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ეს კანონი მიმაჩნია მორიგ პოლიტიკურ  თამაშად, რომელიც დღეს საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარეობს და ამ თამაშის აქტორები, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა გავხდით. ხელისუფლებამ ამ ყოვლად არაკომპეტენტური და  უგვანო  კანონის შემოტანით, მოახდინა რევოლუციური სიტუაციის ერთგვარი  პროვოცირება. დღეს ჩვენ ვდგევართ ლიბერალური რევოლუციის საფრთხის წინაშე, რევოლუციის მიჯნაზე. ეჭვიც არ მეპარება იმაში და მსოფლიო პოლიტიკურ მეცნიერებაშიც ასეა დასაბუთებული, რომ ფულისგან გაზულუქებული, კორუფციის ჭაობში ჩაფლული პოლიტიკური გუნდი თუ ხელისუფლება, არასდროს არ არის მებრძოლი. ის ცხოვრობს არა თავისი იდეებისთვის, არამედ საკუთარი ქონებისთვის, ფულისთვის. ჩვენ დღეს ამას ვხედავთ. „ქართული ოცნება“ თავისი ფულისთვის, ქონების გადარჩენისთვის იბრძვის და არა იდეისთვის. იდეისთვის კი ვერც იბრძოლებენ, რადგან „ქართულ ოცნებას“ რაიმე ზნემაღალი იდეა არც გააჩნია. ნურც თქვენ, ნურც სხვა ნუ იფიქრებთ, რაიმე რომ მოხდეს, სალვადორე ალიენდესავით პარლამენტის კიბეებზე იარაღით ხელში ვინმე შეეწირება რევოლუციას და სახელმწიფო გადატრიალებას. ეს ფულიანი მონები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდიდან, მათი 70% მაინც, პირველი საშიშროებისთანავე გაიქცევიან საქართველოდან, დანარჩენი 30% იმ ახალ ხელისუფლებასთან, თუნდაც ის ჰიპოტეტურად, მიხეილ სააკაშვილი იყოს, იოლად ოპოვნიან საერთო ენას, როგორც აქამდე პოულობდნენ ყველა ხელისუფლებასთან. ჩვენ გვყავს უნიკალური, პოლიტიკოსად წოდებული ანზორ ბოლქვაძე, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატია. ეს კაცი პოლიტიკასა და პარლამენტში იყო „მოქკავშირის“, აღორძინების“, „ნაცმოძრაობის“ სახელით. აღა–მაჰმად ხანი რომ გაცოცხლდეს, იმას მიუჩოჩდება და ხალათსა და თანამდებობას სთხოვს. „ქართული ოცნება“ არ არის ის გუნდი, რომელიც რევოლუციას წინააღმდეგობას გაუწევს. აქედან გამომდინარე,  მე ვფიქრობ, რომ ეს კორუმპირებული ჩინოვნიკები გასაქცევად ემზადებიან. ეს ხელისუფლება შესაცვლელია იმ უდიდესი შეცდომების გამო, რომელიც მან დაუშვა თავისი არსებობის მანძილზე. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს თავი გავანებოთ, მათივე  ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადეს, მანამდე გიორგი კვირიკაშვილი ლანძღეს და თავად აღიარებენ, რომ გუნდში უღირსი ხალხი ჰყავდათ. გახარია, კაცი რომელიც თურმე მოღალატე იყო, ქვეყანას მართავდა. მე დავნიშნე პრემიერად? და რა ვიცით, რომ კიდევ  ქვეყნის მოღალატეები არ უზით მინისტრებად და  დეპუტატებად და მოგვიანებით არ „აღმოაჩენენ“? რამდენი ძალოვანი მაღალჩინოსანი დაიჭირეს თავად? ჯერ ამაყობდნენ იმ ხალხით, მერე დაიჭირეს და სამშობლოს მოღალეტეები ეძახეს იმათაც. კიდევ რამდენი ეგეთი მოღალატე ჰყავთ, მალე გამოჩნდება. ამ 12 წლის განმავლობაში ამდენი დანაშაული და შეცდომა რომ გაქვს ჩადენილი და დაშვებული, ან ხელისუფლებიდან უნდა წახვიდე, ან ხელისუფლების რაღაც სეგმენტი უნდა დათმო, რომ სხვასაც მიეცეს საშუალება, მართოს ქვეყანა, რადგან ეს შენ არ შეგიძლია. დღეს მთელი ახლგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა ქუჩაშია, ხელისუფლების გადადგომას ითხოვს და ესეც იმის დასტურია, რომ  ვერ მართავენ. ახალგაზრდობასთანაც ვერ  გამონახეს საერთო ენა, მათთან სალაპარაკო არ  აქვთ და არც იციან, რაზე ელაპარაკონ. ეს მაჟორიტარი დეპუტატები, ღორებივით არიან გასუქებულნი და სალაფავის ჭამაში არიან, ორი წიგნი არ წაუკითხავთ, საკრებულოებში ხალხი ჰყავთ, თურმე სკოლა არ დაუმთავრებიათ, ატესტატი არ აქვთ. ეს ხალხი იმ განათლებულ ახალგაზრდებთან რომ მიუშვა, რაზე უნდა ელაპარაკონ? რა უნდა უთხრან?  ვერაფერს ვერ ეუბნებიან და არა მარტო მათ, მოსახლეობას ვერ ელაპარაკებიან. იმას ხომ არ ეტყვიან, კიდევ დაგვტოვეთ ხელისუფლებაში, რომ უფრო მეტი ფული ვიშოვნოთო? ესენი სხვაგან არიან, კომოს ტბაზე არიან. არ ვიცნობდე მაინც ამათ უმეტესობას. ცოტა ხნის წინ ხობის ბაზარზე ნაყიდი ნახმარი საცვლებით დადიოდნენ და დღეს 20 და 25 ათას ევროიანი  პიჯაკები და კაბები აცვიათ. გააზნაურებული მდაბიოები არიან, რომელიც ყველაზე საშიში ფენომენია– უსამშობლოო, კომპლექსებით შეპყრობილი ადამიანები.

 

თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved