• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტროტუარზე მიმათრევდნენ, მცემდნენ, წიხლებს მირტყამდნენ… არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას” – აქციაზე დაკავებული ტედ ჯონასი

ალია ავტორი - ალია
11:27 05-01-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი, რომელიც წუხელ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

ის წერს, რომ ახლა სახლში, უსაფრთხოდ იმყოფება, თუმცა დაკავების დროს სამართალდამცავებმა სცემეს. იურისტი ამბობს, რომ დაახლოებით 12:30 საათზე რობოკოპებმა გაიტაცეს.

“როცა რობოკოპებმა უკან დაიხიეს და ხელახლა განლაგდნენ, მე გამიტაცეს. ტროტუარზე, დაახლოებით 30 მეტრი მათრიეს, მთელი გზა მცემდნენ და წიხლებს მირტყამდნენ. ისინი მაინც აგრძელებენ ცემას და წიხლების ჩარტყმას, როცა მიწაზე ვიწექი და თავის დაცვას ვცდილობდი. 20-30-ჯერ დამარტყეს. ცხვირიდან სისხლი მდიოდა, მუშტებისგან და წიხლებისგან დალურჯებები მაქვს თავზე, ყბაზე, მარჯვენა თვალის ბუდე და გარკვეულწილად მარცხნივაც. სისხლჩაქცევები მაქვს ზურგზე, იდაყვებსა და მუხლებზეც… დაახლოებით 2 საათი გავატარე პოლიციის შავ ფურგონში. მე და ორი ახალგაზრდა ბიჭი ვიყავით, რომლებიც ჩემთან ერთად დააკავეს. თუმცა, ყოველ 5 წუთში კარი იხსნებოდა და რობოკოპები ძალადობრივად ტენიდნენ მანქანაში სხვა დაკავებულებს და აგინებდნენ. სანამ იქ ვიყავი, პოლიციელები პერიოდულად სცემდნენ 2 კონკრეტულ პირს, ერთ მომენტში დაახლოებით 4 სამართალდამცავი შეიკრიბა ამ ორი ბიჭის საცემად. ფურგონში ყოფნისას ფარულად ვისარგებლე ჩემი ტელეფონით (პოლიციელებს ვუთხარი, რომ დავკარგე) და დავუკავშირდი მეგობრებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ნინოს (ჩემს მეუღლეს) და ეკა გიგაურს”, – წერს ამერიკელი იურისტი.

მისივე თქმით, რაღაც მომენტში სამართალდამცავებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ამერიკის მოქალაქე იყო და პოლიციამ დიღმის მასივის განყოფილებაში გადაიყვანა გადაკეტილი ქუჩების გავლით. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მეგობრულად ექცეოდნენ და “კაი კაციც” უწოდეს.

იურისტი ვარაუდობს, რომ აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის მთავრობის ჩარევით გაათავისუფლეს – “სავარაუდოდ, ცემისგან ტვინის შერყევა მაქვს” – წერს ის.

“მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა: ბრძოლა ყოველთვის ღირს. მეც საქართველოს მოქალაქე ვარ და 30 წელი ჩავდე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობაში ამ ლამაზ, ისტორიულ ქვეყანაში (რომ აღარაფერი ვთქვათ მისი მთებისა და ხეობების, ზღვის სანაპიროების და უდაბნოების სიყვარულის შესახებ)” – წერს ის.

ცნობისთვის, გუშინ, 30 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მათმა დანაყოფებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დაარბია. ისინი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, მხუთავ აირისა და წყლის ჭავლს იყენებდნენ. დააკავეს 63 ადამიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved