• რეკლამა
  • კონტაქტი
14:18, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ცოტნე ივანიშვილი მოუძღოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სახლში რა მიეტანათ საღამოს შიმშილით დაუძლურებული შვილებისთვის არ იცოდნენ“ – ხატია დეკანოიძე

ალია ავტორი - ალია
14:14 04-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
276

“ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე პლენარულ სხდომაზე აცხადებს:

“ჩვენი ჯარისკაცები ნამდვილად არ იმსახურებენ იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ იმ მოწყობილ სცენაზე, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში იცავდა პოლიცია და შემდეგ თქვენ, საკუთარ მოწყობილ სცენას კინოლოგიური სამსახურით ამოწმებდით. იმიტომ, რომ თქვენივე პოლიციას არ ენდობოდით. მე გავიარე გუშინ ამ ხალხში, თქვენგან განსხვავებით, სხვათა შორის, შემოფარგლულ ადგილას რომ იყავით და სცენაზე ბიძინა ივანიშვილის უკან ვინ დადგებოდა, ამაზე ეცილებოდით ერთმანეთს, რომ კარგად გამოჩენილიყავით თქვენი პატრონის უკან. ეს ხალხი იყო ჩამოყვანილი ადამიანები, რომლებსაც უამრავი პრობლემა დახვდებოდათ სახლში კვლავ. ბორჯომიდან, თელავიდან, ყვარლიდან, გურჯაანიდან, აჭარიდან ჩამოიყვანეთ მასწავლებლები და ბაღის მასწავლებლები. მიატოვებინეთ სკოლის მოსწავლეები იმისთვის, რომ რაღაც ერთი საათი ბიძინა ივანიშვილისთვის მოესმინათ. მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის ამ ადამიანების გულისტკივილი. ყველა მეუბნებოდა, რომ ეს ღონისძიება რისთვის იყო ვერ გაუგიათ და არ იცოდნენ, რეალურად. მაგრამ სცენაზე მათ დაინახეს შეშინებული ადამიანი, რომელმაც საკუთარი პარანოიდალური შიშის გამო, მთელ დასავლურ სამყაროს, ცივილიზაციას ომი გამოუცხადა. ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს და ომი გამოუცხადა ჩვენი ქვეყნის მართლაც იმ ღირებულებებს, რის გამოც ძალიან ბევრმა ჯარისკაცმა, თვითონ ანწუხელიძემ თავი გასწირა.

მე საზოგადოებას მინდა მივმართო, გუშინ ჩვენ ვიხილეთ ადამიანი, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ სპეცრაზმს და ჰგონია, რომ ადმინისტრაციული რესურსით რაიმე ერთიანობის შეგრძნების გაჩენა შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებში. მე და ძალიან ბევრმა ადამიანმა გუშინ იხილა სცენაზე ადამიანი, რომელსაც წინ სახელდახელოდ, ხელოვნურად ჰყავდათ პარტიული აქტივი მობილიზებული იმისთვის, რომ ტაში დაეკრათ. იმიტომ, რომ იქ ვიდექი და არავინ საერთოდ ტაშს არ უკრავდა. მე ვიხილე სუსტი, უფერული ადამიანი, რომელიც წარმოდგენა არ აქვს რა პრობლემები აქვს საქართველოს მოქალაქეებს. მე ვიხილე ადამიანი, რომელმაც იკადრა თავისი ოჯახის წევრი, მილიარდერი ადამიანი ჩაუყენა ამ გაუბედურებულ, მართლა კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანს წინ. და ეს ცოტნე ივანიშვილი მოუძღოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სახლში რა მიეტანათ საღამოს შიმშილით დაუძლურებული შვილებისთვის არ იცოდნენ. მე მინდა ყველას მივმართო, ვის გუშინ იყო, ვინც გუშინ წინ იყო, ჩვენ ყველა ვართ საქართველოს მოქალაქეები. არ გამოვა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ბიძინა ივანიშვილის სამფლობელო, არ გამოვა, რომ ეს ქვეყანა იყოს მისი ფულის გასარეცხი ოფშორების სამფლობელო…არ გამოვა საქართველო, რომელიც იქნება პატარა რუსეთი“

თეგები: ხატია დეკანოიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved