• რეკლამა
  • კონტაქტი
08:11, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსებს ახლა ნამდვილად ცუდად აქვთ საქმე და უფრო ცუდად ექნებათ – ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა – ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:28 04-21-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

რუსებს ნამდვილად ცუდად აქვთ ახლა საქმე და მომავალ კვირაში უფრო ცუდად ექნებათ. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც მან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება შეაფასა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, რეალურად, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინა მიიღებს იმ რაოდენობის და იმ ხარისხის შეიარაღებას, რომელიც მას ამ ბრძოლისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება.

ბატიაშვილის განმარტებით, დასავლეთი ერთიანია ისე როგორც არასდროს და მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინის დახმარება ამ ბრძოლაში.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აშშ-ის მხრიდან ეს დახმარება მართალია, გვიანდებოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში მაინც დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რეალურად, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინა მიიღებს იმ რაოდენობის და იმ ხარისხის შეიარაღებას, რომელიც მას ამ ბრძოლისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება. ბოლო პერიოდში უკრაინას ჰქონდა შეიარაღების დეფიციტი და ახლა ეს დეფიციტი აღმოიფხვრება.

„ზოგი ჭირი მარგებელიას“ პრინციპით ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკელების პასიურობამ გამოიწვია ევროპის გააქტიურება. დავინახეთ კიდეც საფრანგეთის პრეზიდენტის უკრაინის მხარდასაჭერი ძალიან მტკიცე განცხადებები და ქმედებები. ასე რომ, დასავლეთი ერთიანია ისე როგორც არასდროს, მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინის დახმარება ამ ბრძოლაში. რაც რამდენიმე კვირაში ბრძოლის ველზე აისახება. რუსებს ნამდვილად ცუდად აქვთ ახლა საქმე და მომავალ კვირაში უფრო ცუდად ექნებათ. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა“, – აღნიშნა ზურაბ ბატიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ამერიკელი სენატორები უკრაინის დახმარების პაკეტს სამშაბათს, 23 აპრილს კენჭს უყრიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved