• რეკლამა
  • კონტაქტი
05:57, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის ცემაზე – მე პარლამენტის თავმჯდომარე ვარ და არა მოსამართლე

ალია ავტორი - ალია
12:53 04-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,740

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პოლიციელების მიერ „მოქალაქეების“ დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა სთხოვა, რაზეც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ საკითხზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოკვლევას ატარებს და რომ ის პარლამენტის თავმჯდომარეა და არა მოსამართლე.

არმაზ ახვლედიანმა შალვა პაპუაშვილს ასევე მოუწოდა, აეხსნა, თუ რატომ არის „საქართველოს პარლამენტი ჩაკეტილი“.

„გაოგნებული ვარ ამ სისასტიკით, ვერაგობით და ბატონო თავმჯდომარევ, გთხოვთ, რომ გამოხატოთ თქვენი პოზიცია პარლამენტის წევრის ასე საჯაროდ აბუჩად აგდების და სასტიკად ცემის გამო. აგრეთვე, მოგიწოდებთ ბატონო თავმჯდომარევ, აგვიხსნათ დეპუტატებს, რატომ არის საქართველოს პარლამენტი ჩაკეტილი? რატომ არის, რომ ვერ შემოდიან მოქალაქეები კვლავაც და რატომ არის, რომ ჩვენ, დეპუტატებსაც არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივი გზით ვიაროთ? დერეფნებში რატომაა არა ერთი კარი ჩაკეტილი? აგვიხსენით, რა რეჟიმია ასეთი დაუსრულებელი,“ – მიმართა ახვლედიანმა პაპუაშვილს.

პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეზღუდვები უსაფრთხოების დაცვის გამო დაწესდა, რაც მისივე შეფასებით, სწორი გადაწყვეტილება იყო.

„რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, ეს გამოწვეულია იმით, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი გამოირჩევა რადიკალიზმით, მათ შორის, წინა დღეებში, ოპოზიციისა და NGO-ების მიერ ორგანიზებული აქციებზე ვნახეთ, რომ ყოველ ჯერზე ხდებოდა აგრესიის გამოვლენა, მათ შორის, პოლიციელების წინააღმდეგ. ასევე, სხვადასხვა საგნების სროლა. ჩვენ გვაქვს შარშან მარტიდან ცუდი გამოცდილება, რომ ოპოზიცია, რომელიც არგუმენტით ვერ ჭრის, ცდილობს, რომ ძალით გაჭრას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლების, პარლამენტის წევრების დაცვის, უსაფრთხოების დაცვის და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით არის ხოლმე ასეთი რეჟიმი დაწესებული. მე მგონი, ამ დღეებმაც აჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით თქვენ, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო, რაც უფრო აგრესიულები იქნებით და ლაპარაკის ნაცვლად ძალადობისკენ გაიხედავთ, მეტად იქნება უსაფრთხოება [დაცული]. ეს ჩემი ვალდებულებაა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, იცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური აკეთებს მოკვლევას. ასე რომ, ეს მათი კომპეტენციაა. დიახ, სწორედ აღნიშნეთ ბატონო არმაზ, მე პარლამენტის თავმჯდომარე ვარ და არა მოსამართლე,“ – მიმართა პაპუაშვილმა ახვლედიანს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved